პოზიტივი

უკვე მიყვარს ეს პაწაწუნა 🙂
აი რომ მოძრაობს და ვგრძნობ ეხლა ხელი იყო, ფეხი, ტაკო თუ თავი, ძალიან ძალიან მაგარი შეგრძნებაა.
ნანუკაზეც ესე ვიყავი, ვიჯექი და მუცელს ვეფერებოდი, ერთი სული მაქვს როდის გაჩნდები თქო, ხოდა იმიტომაც გაჩნდა 8 თვიანი 🙂 ანუ დაახლეობით იმხელა, 2-3 კვირაში რომ ვიქნები….
მალე გადის დრო 🙂
ეს უფრო ღონიერი ჩანს, ნანუკა უფრო ცელქი იყო. სულ მოძრაობდა. ამობზეკდა თავსაც და ტაკოსაც, მიკვირდა რას აკეთებდა, სამაგიეროდ რომ გაჩნდა მერე მივხვდი… დღემდე შემორჩა – გაზმორებისას თავსაც და ტაკოსაც უკან გაბზიკავს ხოლმე.
ასლოკინებს ეს ხშირად. ღორმუცელაა. ეტყობა ბევრ სითხეს ყლაპავს და მერე სლოკინი უტყდება. რითმულად იწყებს მუცელი ხტუნაობას.
ამ ხელფასზე უნდა ვუყიდო უკვე რაღაცეები… ჩემი და მეუბნება, ყველაფერი გვაქვსო, მაგრამ პუდრა, შამპუნი და ეგეთი რაღაცეები მაინც ხომ არის საყიდელი?
ბუჩამ თქვა კიდევ 2 კვირა და მერე მანქანაზე უკაცრავად და აღარ დაჯდებიო.
ისე, ჩემი ნება რომ იყოს, უკვე აღარ ვიჯდებოდი, იმდენი იდიოტი დადის, ზოგი სად გამოხტება, ზოგი სად. თან ამ პედლებზე ჭერა და საჭის ტრიალი, თან ნივის, ცოტა დამღლელია. მოკლედ, ამ თვის ბოლოდან ჩამოვალ მანქანიდან, მართალია ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ვიცხოვრო ამ დამატების გარეშე, მაგრამ ალბათ ტაქსით ვივლი…
მუცელი მტკივა ბოლო დღეებია, ოთხშაბათშ ექოზე მივდივარ შარიქაძესთან, ხუთშაბათს – გაგუასთან, ვნახოთ რას მეტყვის ან ერთი ან მეორე.
🙂

Explore posts in the same categories: მანქანა, ნანუკა, ორსულობა

Leave a comment