ჭიტააა

ხომ ვამბობდი დროებითია თქო…
პრინციპში კარგად ვარ. ნუუუ, ჯერ ბოლომდე კარგად არა, მაგრამ უკეთ ვარ. აღარ ვიღრინები…

გუშინწინ ბუჩას ლამის ნეკა თითი მოვაჭერი, მეთქი შენი ზოლინგერის დანით ნეკას მოგაჭრი თქო, ხოდა კაიო და დადო ხელი მაგიდაზე, მე კდიევ ავიღე და დავიწყე გაჭრა, არ მაქვს ტორუმზები აშკარად. ჩემმა მეჯვარემ თქვა, ჯერ არ იცის ეტყობა რომ შენთან მასეთი ხუმრობა არ შეიძლებაო. ხო პლუს, ვიღაცამ მითხრა, ორსულობაში ჩადენილი დანაშაული ისე ითვლება, თიტქოს შეურაცხადი იყო ადამიანი და ისე ჩაიდინაო. ხოდა ოპააა… ეხლა ვფიქრობ ვინ არ მევასება რომ რამე ვუჩალიჩო თქო, ჯერ ვერ გავიხსენე ვერავინ.

ოპოზიციის მიტინგის მოლოდინშია მთელი ქალაქი, ძალიან ვიხალისე. ნანუკასთან კლასში 10 ბავშვი იყო მარტო 22-დან. სხვა სკოლებშიც მგონი არაა უკეთესი მდგომარეობა, ვერ ვიტან პანიკას აყოლილ ხალხს. გუშინ ჩემ დასთან ვიყავი და დამლაგებელი იძახდა, უი როგორ მეშინია ხვალინდელი დღისო. მთავრობის კი არა, რუსებმა რომ არ დაგვარტყასო, ჯარი დგას თბილისთან ახლოსო.

შარშანაც სამსახურში ვიყავი გაზი რომ გაუშვეს და დაარბიეს მიტინგი, აივანზე ვერ გავდიოდით. 50 მეტრშია ჩემგან მთავრობის სასახლე. მიტინგს ონლან რეჟიმში ვუსმენდი ფაქტიურად.

მაგარი აბდაუბდა სიზმარი დამესიზმრა. ვითომ სამაჩაბლოში ვიყავი ბილიკზე დავრბოდი, და გზაზე გვამი გავჩითე, ცოტა გახრწნილი, 4 აგვისტოს გარდაიცვალა როგორც მერე გავარკვიე, ფურცელი ქონდა სადაც ეწერა რომ ამერიკელი ტურისტი იყო. მეთქი ნახეთ ესე იგი მანამდეც ისროდნენ რუსები თქო, ხოდა ვითომ ეხლაც იყო სროლები (ეს სულ იმ დამლაგებლის ბრალია, ჩემ დასთან რომ ვნახე.

მერე დამესიზმრა ვითომ ვიმშობიარე უკვე და გავაჩინე ”ღოღო” (როგორც ბუჩა ეძახის), 60 სმ. და 3 კილო და 60. (ეს 60 რატომ ვერ ვხვდები). ხოდა ვიძახდი, კიდევ კარგი ეხლა გავაჩინე, თორემ 9 თვიანი რომ გამეჩინა, რამხელა იქნებოდა თქო. ხოდა მაგარი საყვარელი და წყნარი ბაწუკა იყო.

გავედი მოკლედ. დღეს უფროსი არ არის და მალე წავალ. ჯერ ეკლესიაში, მერე ნანუკას გავუვლი და მერე სახლში ავალ.
გუშინ ბუჩამ სამზარეულოში წყალი დამიმონტაჟა და ჭკუაზე არ ვარ🙂

ქისსიზ ენდ ჰაგზ🙂

Explore posts in the same categories: ნანუკა, ორსულობა, სახლი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: