ხზ

ესე იგი, ხუთშაბათს გამოვაქვეყნეთ ბუღალტრის ვააკნსია ჯობს.გე-ზე, მოვიდა რა თქმა უნდა უამრავი სივი, ზოგი მაგალითად იყო არაბულად… ტიპს ობჯექთივში უწერია, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი სადმე ოფიციანტადო, ხოდა ჩვენი ორგანიზაცია ან ბუღალტრის ვაკანსია რა შუაში იყო, ვერ მივხვდი.
ერთს თითქოს ნორმალური მონაცემები ქონდა, წალენჯიხაში ქონდა სკოლა დამთავრებული, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არაფერს ნიშნავდა და დავრეკე:
– მარიკას თხოვეთ (იქიდან ხმაურები ისმის ტელევიზორის, ბავშვების… )
– თუ გნებავთ მოგვიანებით გადმოვრეკავ
– დიახ, თუ შეიძება 2-3 წუთში გადმორეკეთო…
ოკ, ნუ 2-3 წუთი გავიდა… 10 წუთიც და ვრეკავ:
– მარიკას თხოვეთ
– და შენ რომელი ხარ?
(აქ უკვე მივხვდი, რომ ამ ადამიანს სულ რომ იდეალრი მონაცემები ქონოდა მაინც არ ავიყვანდით სამსახურში,იმიტომ რომ ელემენტარულად, ტელეფონზე საუბარი არ იცის) ხოდა დავიწყე საყვარელი ხერხების გამოყენება და ნერვებზე თამაში…
– მარიკა ბრძანდებით?
– რომელი ხარ- თქო, გეკითხები
– ხატია ვარ
– ხატია? და რომელი ხატია?
– თქვენ ხართ მარიკა?
– მითხარი რომელი ხარ, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, რომ გეკითხები გამეცი პასუხი (ჩემხელაა გოგო)
– იცით რა? მარიკას გადაეცით რომ სივიში ვის მობილურის ნომერსაც უთითებს, ცოტა ზრდილობიანად საუბარი ასწავლოს… ეხლა კარგად ბრძანდებოდეთ.
და გავუთიშე….
ნუ რატომ არის ასეთი ”ხიხო” ზოგი?…

პრინციპში, ეს პოსტი იმიტომ დავიწყე, რომ თურმე ხელფასი მაქვს ცოტა…
ჩემი მონაცემებით რამოდენიმე სივი იყო, სადაც მსგავსი პოზიცია, თასქები და ა.შ ქონდათ და მინიმუმ 1500 დოლარი აქვთ. მე კიდევ მეგონა, მე მქონდა ნორმალური ხელფასი…
იანვარში თუ არ მომიმატეს, გაზაფხულზე, გავივლი მოკლევადიან კურსებს ფინანსებში და აუცილებლად დავიწყებ ახალი სამსახურის ძებნას…

Explore posts in the same categories: ECMI

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: