მე- რასისტი


დღეს სილვესტერის დაბადების დღეა, აი ამ პოსტში რომ ვწერდი, ჩვენი ინტერნია თქო. შავკანიანია. ზანგსაც არ ვამბობ, რა ვიცი, იქნებ არ სიამოვნებთ ეს სიტყვა?
პირველად მაქვს შეხება შავკანიანთან. სულ ვამბობდი რომ ნაცისტი არ ვარ, ანუ ეროვნებით არ ვანსხვავებ ადამიანებს, მაგრამ კანის ფერით კი თქო. რასისტი ისე არ გაიგოთ, თითქოს ყველას გადახოცვა მინდა, უბრალოდ იყვნენ თავისთვის, ჩემგან შორს თქო. ალბათ ბავშვობიდან მაქვს გამოყოლილი ”თათრების” სპეციფიკური სუნი, მარნეულის სოფლის მაღაზიებში რომ მცემდა ხოლმე. მეგონა რომ სხვა ფერიანებს სუნი ქონდათ, რომელსაც ვერ ავიტანდი.
სანამ ჩვენთან ინტერნად მოვიდოდა, მოდიოდა ხოლმე, ტომთან საუბრობდა, რაღაცეებს გვთხოვდა, წერილებს ან ფაქსის გაგზავნას და ყოველთვიის დისტანციით ვეკონტაქტებოდი. გრძნობდა და ცდილობდა მოშორებით დამდგარიყო ხოლმე.
ინტერნად რომ გაიჩითა ჩვენ ნაქირავებ სახლში გადავიდა, ვინსენტთან ერთად (ეს ვინსენტი კანადელია და მაგაზეც აი იმ პოსტში ვწერდი🙂 ). მარხვაზე არისო, თან 3-მდე არაფერს ჭამდა და ჩავთვალე რომ რამადანს იცავდა. აღმოჩნდა კათოლიკე. ძილის წინ და დილის ლოცვებს კითხულობსო, ვინსენტი ამბობს. სახლში თითქმის ყველაფერს მაგი აკეთებსო. აფასებს იმას, რომ ბინაში ფულს არ იხდის. რაღაც მომენტში მიხარია, რომ ვეხმარებით🙂
ძალიან, ძალიან დადებითი ადამიანია.
გუშინ მთელი დღე წყალი არ იყო ოფისში. წავიდა და საიდანღაც ერთი ვედრო (სათლი) წყალი მოიტანა და ტუალეტში ჩაასხა. კიდევ უფრო შემიყვარდა, ეს რომ დავინახე. შინაგანად მეც მასეთი ვარ და გამეხარდა, როცა ეს დავინახე სხვა ადამიანშიც.
ვინსენტის დამოკიდებულებაც დღითი დღე უფრო და უფრო სხვანაირი ხდება მაგის მიმართ. ესე იგი მართლა დადებითი ადამიანია. ადამიანთან რომელიც შენთან ერთად ცხოვრობს და უფრო და უფრო მოსწონხარ, ესე იგი მართლა კარგი ხარ🙂
ფული ავაგროვეთ, დაბადების დღის პონტში და თბილი კურტკის მაგვარი ვუყიდეთ, ძალიან სიმპატიური. დღეს დავლევთ კიდეც ალბათ.
ერთი რაღაც მიტყდება: დაბადების დღე მაინც შორიდან მივულოცე და არ გადავკოცნე. თუმცა შეიძლება არც სხვა გადამეკოცნა, არ ვარ ძალიან ფამილარული, მაგრამ ეტყობა მაინც რაღაც შინაგანი ბარიერი ისევ მაქვს🙂
მაგრამ მიხარია რომ ამ ადამიანს ვიცნობ.

Explore posts in the same categories: მე, ECMI

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: