3.02.1977

ვინც არ იცით, დღეს ჩემი დაბადების დღეა🙂

ბავშვობიდან არ მიყვარს ეს დღე.
ვიტყუები, ალბათ, იყო რაღაც პერიოდი, როცა მიყვარდა.
დილას ვიღვიძებდი იმის შეგრძნებით რომ რაღაც სასწაული და კარგი მოხდებოდა. დღის ბოლოს ვხვდებოდი რომ არც არაფერი ხდებოდა თურმე. ხოდა ნელა ნელა, დაბადების დღე ჩვეულებრივ დღედ იქცა🙂

33 წლის გავხდი…
მაგარი ასაკია.
ვამბობდი, 30-ის მერე მავიწყდება რამდენი წლის ვარ თქო. რაღაც მგონია ისეთი ასაკია ეს, არ დამავიწყდება რამდენისაც ვარ🙂

სამსახურში ეხლა ტორტს მოვიტან და შამპანურით დამლოცავენ ესენი.
სახლში არც არაფერს ვაკეთებ. ეკატერინეს შეიძლება ვირუსი აქვს და არ მინდა დიშვილებს გადავდო. ჩემი და და დედაჩემი ამოვლენ ცოტა ხნით ალბათ.
დღეს დილით ძალიან ვიხალისე- სათითაოდ შემოდიოდა ყველა თანამშრომელი და დაბადების დღეს მილოცავდა🙂
კატიამაც ვარდი დამახვედრა მაგიდაზე.
მგონი მიყვარს ვარდი…

ეხლა ერთი სული მაქვს როდის წავალ სახლში, მშია. სამარხვო არც არაფერი გამიკეთებია😦
კარტოფილს მაინც შევწვავ. ორაგული მინდოდა გამეკეთებინა. ვნახავ შეიძლება მაგიც მოვახერხო. 🙂

მოკლედ გილოცავთ ჩემ დაბადების დღეს.

პ.ს. ჩემ კლასელ ბიჭს, რომელიც ჩემი სახლის მოპირადპირე სახლში ცხოვრობდა, ზუსტად დღეს აქვს დაბადების დღე. გოგოები ჩემთან მოდიოდნენ სტუმრად, ბიჭები – იმასთან. მერე გოგოებიც იქ გადავდიოდით ხოლმე🙂 კარგია ბავშვობა🙂

Explore posts in the same categories: მე

One Comment on “3.02.1977”

  1. Tomushka Says:

    ვიცი რომ ძალიან გვიანია, მაგრამ გილოცავ!ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ, შენ ოჯახთან და საყვარელ ხალხთანე რთად🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: