Multinational Environment


ECMI-ში მუდმივად გვყავს ინტერნები უცხოელებიც, ქართველებიც ხანდახან.
ეხლა 2 ინტერნი გვყავს, 2 უცხოელი, 1 ქართველი.
ქართველ ინტერნზე არ მინდა საუბარი, ამ პოსტს უცხოელებს ვუძღვნი🙂

ვინსენტი კანადიდანაა. საქართველოში 30 დეკემბერს ჩამოფრინდა. ჩვენი ოფისი საახალწლოდ დაიკეტა 11-მდე, ხოდა რაღაცნაირად მეცოდებოდა, მარტო რომ იყო ამ საახალწლო დღეებში. აეროპორტიდან მოყოლებული რაღაცნაირად ”ვპატრონობდი” თითქოს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მობილური კანადაში დატოვა, აქ ძალიან დავიჩარჯებოდიო, მეთქი ჩამოგეტანა და აქაურ ბარათს ჩავდებდით-თქო. თვითონ მაინცდამაინც არ განიცდის ამ უტელეფონობას. იმ ახალი წლის დღეებში, მეილით და სკაიპით ვკონტაქტობდით. ხოდა რომ მოვედით 11-ში, სალომემ მითხრა ამას მგონი დედად მიაჩნიხარ თქო. ქართველმა ინტერნმაც კარგად ”უპატრონა”. მეგობრობენ ეტყობა.
ძალიან კარგი ტიპია ეს ვინსენტი. ფრანგულენოვანი უფრო მგონი ვიდრე ინგლისურენოვანი. ან შეიძლება კანადაში ყველა ასეთი ინგლისურით საუბრობს. 25 წლისაა, ძააალიან, ძალიან მაგარი ტიპია. თან ქართველი კარგი ტიპებისგან განსხვავებით, მაგისტრატურას ამთავრებს ეხლა და თავის საკურსო ნაშრომის გამო ჩამოვიდა აქ. ბუჩას ვეუბნები, მგონი უნდა იეჭვიანო -თქო😀 .
მართლა ძალიან მომწონს, მერე დავფიქრდი, რომც გავეპრანჭო, მაგარი სასაცილო პონტი გამოვა, ვიღაც დიდი დეიდა ეპრანჭება თქო. სულ მაინტერესებს მაგხელების თვალში ”დეიდა” ვარ თუ ჯერ კიდევ ახალგაზრდა🙂
ნანუკა ამას წინათ ვიღაცაზე ყვება, დიდი ქალიო, მეთქი დიდი რამხელა, ჩემხელა თქო და კიო. ესე იგი ”დიდი ქალი ვყოფილვარ მეც”.
მეორე ინტერნი ნიგერიელია, სილვესტერი ქვია, ადვილად წარმოსათქმელი სახელად. ისე ძალიან უცნაური სახელი და გვარი აქვს. დიდი ხანია აქ არის. მანქანის სამრეცხაოზე მუშაობდა. ჩვენი ოფისის წინ. პარალელურად ევროპის სკოლაში სწავლობს (უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში რომ არის) პოლისი სთადიზე მგონი. ტომი ცოტა ხანი კითხულობდა მანდ ლექციებს, და როგორც საუკეთესო სტუდენტი, ისე დაახასიათესო. იანვრიდან ავიყვანეთ ინტერნად. ძალიან ჩუმია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, საკმაოდ მიმწოლიცაა. თუმცა მეორეს მხრივ მორიდებულია საკმაოდ. თუ რამე უნდა არც კი ამბობს. ერთად ცხოვრობენ ვინსენტი და სილვესტერი. ვინსენტი ამბობს დღეს დილით გამოვედი ოთახიდან და ვხედავ სილვესტერს შუა ოთახში ძინავსო. ვიფიქრ ტელევიზორის ყურებაში ჩაეძინა თქო და თურმე არა, თავის ოთახში შეცივნია და გამოსულა შუა ოთახში.
ხოდა დღეს დილით თათბირზე, გევრდიგვერდ ისხდნენ: ვინსენტი მაიკაში (კანადელია და თვლის რომ ძალიან ცხელა ჩვენთან) და სილვესტერი ჯემპრში (ნიგერიელია და თვლის რომ ძალიან ცივა აქ). აი ეს არის multinational environment😀

იმაზე, რომ თავი რასისტი მეგონა, ცალკე პოსტს დავწერ🙂

Explore posts in the same categories: ECMI

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: