ეკატერინეს ვიზიტი კინოში

ბოლო რამოდენიმე წელია 3D კინოს ან მულტფილმის ნახვაზე ვოცნებობ. ბავშ[ობაში ძალიან მიყვარდა სტერეო სურათები🙂
საყოველთაო აჟიოტაჟი, რაც ავატარმ აგამოიწვია და ასევე საყოველთაო მოლოდინი, ”როდის გავა ავატარი ამირანში”, საკმაოდ გულგრილს მტოვებდა ისევე, როგორც ზოგადად ფილმები. მერე ისევ ლანდიშ-ზე წავიკითხე რომ თურმა ავატარამდე მულტფილმი გადის 3დ-ში და გადავწყვიტე კინოში წასვლა ნანუკასთან ერთად. მულტფილმები მიყვარს, 3დ- მაინტერესებს.
ნანუკასთან ზოგადად ასეტი დამოკიდებულება მაქვს: ”თუ დაიმსახურებ, მაშინ…. ”. მინდა ვთქვა რომ დამსახურებით მაინცდამაინც არ დაუმსხაურებია, მაგრამ რადგან გუშინ ბოლო დღე იყო, 8 საათზე მაინც წავედით. მანამდე ეკატერინე მივიყვანე დედაჩემთან დასატოვებლად. ბუჩა სამსახურში გვიანობამდე რჩებოდა და სხვა შანსი არ იყო…
აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო.
დედაჩემის სახლი რატომღაც არ მოსწონს, რატომ ვერ ვხვდები. პლუს, დედაჩემს აღარ აქვს უკვე პატარა ბავშვისთვის ნერვები, მამაჩემის იმედი უფრო მქონდა, მაგრამ სულ ტყუილად…
ეკატერინემ რომ დაინახა რომ პალტოს არ ვიხდიდი, მიხვდა რომ მივდიოდი და დაიწყო ტირილი. ტირილი, ისტერიკა მუშტების მოკუმვა, თავზე ხელების დადება. მოკლედ ნახევარი საათი ამ მდგომარეობაში იყო, თან შიოდა, მარტო ჩემთან ჭამდა.
რა მექნა?
ნანუკაც პატარაა, ეტყობა იმდენად უნდოდა კინოში წასვლა, რომ საკუთარი ეგოიზმი ვერ დაძლია და წავიდეთო, მაინც იძახდა.
ბოლოს მოვკიდე ხელი და ეკატერინესთან ერთად გავეშურეთ კინოში.
სალაროსთან რა თქმა უნდა რიგი დაგვითმეს.
ზემოთ რომ ავედით კინო დაწყებული იყო, შესასვლელში რა თმქ უნდა ყველას გაუკვირდა ეკატერინეთი რომ დაგვინახეს, შეგეშინდებაო, უთხრეს, მაგრამ დავიკიდე. ”ეკატერინეს გამო ნანუკა რატომ უნდა დავჩაგრო”-თქო (ეს ფრაზა გუშინ ატოტრენინგივით მქონდა საღამოს 8-დან 10 სთ-მდე) და დარბაზში შევედით.
ეკატერინეს დასაწყისში მოეწონა, დიდი ტელევიზორი გაეჩითა უცბად. მაგრამ მერე რაღაც მომენტში ახლო კადრში რაღაცამ დაიღრიალა და აი მანდ დაგვერხა…
ნანუკას ვეუბნები, უნდა გავიდე თქო, ნანუკა მეუბნება, ვაიმე დედა მეშინია არ გახვიდეო. ამასობაში გამახსენდა რომ ეკატერინეს კივილი ნაწილობრივ იმითიც იყო გამოწვეული, რომ შიოდა და პეჩენია მივეცი. ასე გავქაჩეთ კიდევ 5 წუთი. ამასობაში პეჩენია გათავდა და ფილმშიც ახალი დიდი და ხმაურიანი კადრი გაიჩითა.
ნანუკამ თქვა, გადით, აღარ მეშინია, თუ რამეა თვალებს დავხუჭავო და გარეთ გამოვედით.
ჯერ ვათვალიერეთ პოპკორნს როგორ აკეთებდნენ.
მერე ვიარეთ ბევრი, მერე იქ მომსახურე პერსონალს სათითაოდ გაუღიმა და ყველასთან მივიდა. თავის ჭკუაზე ატარა. მღეროდა ”აააა” და თან ტუჩებს სასაცილოდ კუპსავდა, იპრანჭებოდა. ვის ახსოვდა დედა, ამდენი ხალხი დატრიალებდა თავს. ერთმა გოგომ დაამუღამა რომ ბოხი ხმა ქონდა და ”ეკატო, ეკატო”-ს ეძახდა ბოხი ხმით, მე ვიხალისე მაგაზე მაგრად.
ფოიეში ვიჯექი მაგიდასთან და ერთი სული მქონდა თავი დამედო და დამეძინა, მაგრამ იქ ერთი შვილი ერთობოდა, აქ -მეორე. აი ესაა დედობრივი გრძნობა…ოოოჰ…
საათნახევარი გაგრძელდა ჩემი ვიზიტი კინოს ფოიეში…
თვითონ ფილმზე ვერაფერს ვიტყვი, რაც ვნახე, მომეწონა. ის ეფექტიც მაგარი იყო და ძალიანაც ვისიამოვნე.

პ.ს. პრინციპში ისე მომეწონა 3დ, რომ მაგის ხათრით ავატარზეც ვაპირებ წასვლას, რის ნახვასაც არაფრის დიდებით გუშინდელ დღემდე არ ვაპირებდი🙂

Explore posts in the same categories: გართობა, ეკატო, ნანუკა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: