1 წლის გავხდით

back to work.
back to routine.
back to life.

არ მიყვარს დასვენებები. შვებულება მიყვარს, შაბათ-კვირაც. მაგრამ ასე უაზროდ გაჩხერილი დასვენების 10 დღე, ამ საახალწლოდ რომ გვაქვს ხოლმე, უფრო ცუდია, ვიდრე კარგი. უაზროდ ბევრი საქმეა წლის ბოლოსთვის. შენ კიდევ უნდა დაისვენო…
თუმცა ამ 10 დღეში ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის მოხდა რომ ეკატომ ძუძუს დაანება თავი. ნანუკას შემთხვევა რომ მახსოვდა, მორალურად ძალიან დიდხანს ვამზადებდი ჩემ თავს ამ პროცესისთვის. ჩემდა გასაკვირად, ვერც კი გაიგო, ისე გადავედით უძუძო სტადიაზე. პირველი ორი ღამე რომ იღვიძებდა, რაღაც უნდოდა, მაგრამ რა, ვერ ხვდებოდა. ვიხუტებდი და ისე ვაძინებდი. ღამე ჯერ კიდევ იღვიძებს, მაგრამ წყალს სვამს, ან უბრალოდ მოვეფერები და იბრუნებს ძილს. დილით ადრე მაწონს და პეჩენიას ჭამს და არის ცხოვრებისგან ბედნიერი🙂
ძალიან ღრუტუნაა…
როცა შია, ისეთ ამბავს გვაწევს, თავზე გვამხობს ყველაფერს. თან გამომხატველად იძახის ”მნააა, მნააა” და თვალებს ქაჩავს. გუშინ მუშტების შეკვრაზე გადავიდა და სულ დადადადადა-ს მეძახდა, მაჭამეო. კოვზს რომ პირთან მივუტან, რაც შეიძლება დიდ პირს აღებს რომ ბევრი საჭმელი ჩაეტიოს.
3-ში 1 წლის გახდა.
ნათესავებ-ნათლიები გვაყვდნენ.
ეკატო მიხვდა რომ რაღაც მის გარშემო ხდებოდა და ჭკუაზე არ იყო.


ნათლია შალვამ ძალიან ლამაზი კაბა მოგვიტანა თავის ჟაკეტით და სასწრაფოდ შევიცვალეთ ჩაცმულობა🙂
ბედნიერი ეკატო მშობლებთან ერთად🙂

Explore posts in the same categories: ეკატო

2 Comments on “1 წლის გავხდით”

  1. თიო Says:

    ჩემო ლამაზებო!!!🙂 :* :* :* …ღმერთმა დაგლოცოთ და გაბედნიეროთ მუდამ!!!🙂 …

  2. ბაბისა Says:

    sayvarlebi xart rogori:*


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: