არაყიშვილის ქუჩის წითელლენტიანი ძაღლი

შოპენის ვალსს ვუსმენ
და ღიღინის ხასიათზე ვარ. ყველაფერს რომ ფარდის იქით უყურებ და ოდნავ რომ გკიდია და სიამოვნების ბურუსში რომ ხარ თითქოს.
ეკატოს თოჯინა ვუყიდე. პირველი თოჯინა ეკატოს ცხოვრებაში… მიხარია… აი რა ცოტაა საჭირო რომ იღიღინო და ცხოვრება ლამაზად მოგეჩვენოს და ბედნიერი იყო🙂
და დაიკიდო სამსახურში პრობლემები, ვალები, დაღლა…..
ვიტყუები, არ მკიდია…
მაგრამ მაინც მკიდია… სადღაც იქით არის, ფარდის მიღმა… მე კიდევ ყურებში შოპენის ეს მუსიკა ჩამესმის, ვიღიმები და მინდა ვიღიღინო…
მიყვარს შოპენი🙂

ადრე ცოტა დეპრესიის მაგვარი პერიოდი მქონდა და ფორუმზე ეს დავწერე:
——————————————————–
ცოტა ხნის წინ ქალაქმა ფერები დაკარგა..
ან მე დავკარგე ფერადი თვალები…
გავაყოლე რა….. ვიღაცას….
შენ გარეშე არ მინდა არაფრის ყურება თქო…. არ მითქვამს… მაგრამ ვიფიქრე….
მერე მივხვდი რომ მარტო თვალები არა… გულიც გამიყოლებია და მოვიწყინე…
გულს თავი მიყვა და საერთოდ .. უცბად ისე აღმოჩნდა რომ თავი და გული იქით აღმოჩნდა და სამსახური და საქმეები აქეთ…..
დავიშალე…
დავიბენი..
ისე, მძივის მარვცლებივით…. ლამაზია მაინც….
მერე…
დღეს დილით ქუჩაში შავი ძაღლი ვნახე ყელზე წიტელი ლენტით.
შავი… ქუჩის ძაღლი…. ყელზე წითელი ლენტით… მანქანის გვერდზე იდგა “სტაიანშიკივით”…
გულიანად გამეღიმა…
გული მომიტანა ცუგომ …..
თავის წითელ ლენთტთან ერთად….
ფერებთან ერთად….

ვიღიმი smile.gif smile.gif

————————————

ხშირად მახსენდება ეს არაყიშვილის ქუჩის წითელლენტიანი ძაღლი🙂
რა სასწაულია ცხოვრება რომ ასეთ პატარა დეტალს შეუძლია გაგაღიმოს და სითბო შემოოიტანოს, ცხოვრებას ფერი შეუცვალოს…
გეფერებით.

Explore posts in the same categories: მუსიკა, ხასიათი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: