ლოცვა


ზოგი ამბობს რომ სიტყვა კოსმოსში მიდის და უკან გვიბრუნდება მატერიალური სახით.
სიტყვა, სანამ ითქმება, მანამდე არ აქვს ფორმა, თქმის მერე, აქვს ფორმა, შინაარსი და ძალა…
ნამდვილად ასეა.
ამიტომ განვისჯებით ყველა ჩვენი სიტყვების მიხედვით.
ამ ბოლო დროს განსკაუთრებით ვფრთხილობ როცა რამეს ვამბობ.
და ცნობილი გამოთქმა : არასდროს თქვა არასოდეს, როგორც არასდროს, ისე ვხვდები, რომ მართალია.
ფიქრები არ ესმის ბოროტს. საცდურს ჩვენი საქციელებიდან და სიტყვებიდან გამომდინარე გვაწვდის. ერთადერთი აღსარების დროს რას ვამბობთ, ის არ ესმის.
ამდენი იმიტომ ვისაუბრე, რომ მინდა რამოდენიმე შემთხვევა მოვყვე ლოცვასთან დაკავშირებით, რომელიც ან მე შემემთხვა ან ჩემ გარშემო…🙂
– დედაჩემმა როცა ბინა გაყიდა და ჩემი წილი მომცა რომ ბინა მეყიდა. სანამ ბინების შერჩევას დავიწყებდი, ავედი სამებაში, ღვთისმშობლის მსწრაფლშემწ ხატს დაუჯდომელი წავუკითხე და ვთხოვე შემწეოდა სახლის მოძებნაში. იმავე დღეს, უზარმაზარი ბანერი დავინახე გოგებაშვილის ქუჩაზე, სადაც მშენებარე სახლი ეხატა, მივედი იმ ფირმაში და შემთხვევით ”სხვა” ბინის გამყიდველ კონსულტანტს შევეჩეხე, რომელმაც ის ბინა მირჩია, სადაც ეხლა ვცხოვრობ.🙂
– 2007 წლის ზაფხულში სამსახურში სიტუაცია ირეოდა მივხვდი და დავიწყე სივიების გაგზავნა სხვადასხვა ადგილზე. ისევ სამებაში ავედი, დაუჯდომელი წავიკითხე და ვთხოვე სამსახურთან დაკავშირებულ პრობლემაში შემწეოდა ღვთისმშობელი. 30 ივლისს მითხრეს რომ 1 აგვისტოდან აღარ ვიმუშავებდი იქ, 3 აგვისტოს, ახალ სამსახურში გამიფორმეს კონტრაქტი🙂
– აგვისტოს თვეში სახლში დავიწყე ღვთისმშობლის დაუჯდომლის კითხვა (მსწრაფლშემწე ხატის) და ვთხოვდი, რომ თუ ჩემი გზა ის იყო, რომ ოჯახი მქონოდა, მალე გამეცნო ის პიროვნება ან თუ ვიცნობდი, მალე გარკვეულიყო, ვისთან შევქმნიდი ოჯახს. აგვისტოს 30-ში ბუჩა გავიცანი. 🙂
– სანამ ეკატერინე გაჩნდებოდა, ბავშვის საწოლი არ გვქონდა ნაშოვნი. მე და ბუჩა მამა გაბრიელს ვეხმარებით და ანტონმარტყოფელის ხატს დავაბრძანებთ ხოლმე ოჯახებში. ერთერთი მორიგი გადაბრძანებისას, ხმამაღლა ვთვქი, აუ, ანტონ მარტყოფელო, ბავშვის საწოლი მინდა-თქო. უბრალოდ, ხმამაღლა ვთვქი. ისე, ახლობელ ადამიანთან რომ დაიჩივლებ. იმავე საღამოს ბუჩას ნათესავმა დაგვირეკა და ჩემების საწოლი დამიბრუნეს და ადგილი არ მაქვს რომ შევინახო, წაიღეთო.
– ჩვენი მრევლია ერთი გოგო. დედამისს უნდოდა რომ მონასტერში წასულიყო და არც კი ფიქრობდა იმაზე, რომ გათხოვდებოდა თავის შვილი. ესეც იყო მონასტერში ცოტა ხანი და რომ ჩამოვიდა, დედამისს უთხრა, არა, დედა, მგონი ეს არ არის ჩემი გზაო. მაშინდედამისმა დაიწყო ლოცვა, რომ მაგის შ[ილს ოჯახი შეექმნა, თუ ეს იყო მისი გზა. ძალიან მოულოდნელად გამოჩნდა ის ადამიანი, ვისაც მაგის შვილი ცოლად გაყვს სულ რაღაც 2-3 თვეში🙂
– ჩემ ახლობელს, ვურჩიე, მამაოსგან აეღო კურთხევა და დაუჯდომელი ეკითხა და ეთხოვა ოჯახის შექმნაში შეწეოდა. ძალიან მალე გამოუჩნდა სამსახური საზღვარგარეთ. დარწმუნებული ვარ, იქ გაიცნობს იმ ადამიანს, ვისთანაც ოჯახს შექმნის🙂
კიდევ ბევრი მაგალითია, როგორ იქცევა სიტყვა- საქმედ.

ჩემდა სამწუხაროდ, ვეღარ ვლოცულობ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, დროებითია ეს პერიოდი🙂

Explore posts in the same categories: Uncategorized

One Comment on “ლოცვა”

  1. Apachi Says:

    shemogevle shennngulcrfeoda kargo adamiano


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: