ჩემი ფილმები


საერთოდ არ მიყვარს ფილმები. არც ტელევიზორზე ვგიჟდები. აი ეხლა ბუმი როა, 2012-ის სურვილიც კი არ გამჩენია რომ წავიდე. სხვა საქმეა მულტფილმები, რომლებიც ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ტომი და ჯერი, დისნეის მულტფილმები და ძველი რუსული მულტფილმები🙂 კიდევ ეს მულფილმი მიყვარს ძალიან არა დისნეის, Spirit– Stallion of the Cimarron. მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ🙂
მაშ ასე ჩემი ფილმები🙂
ანუ ფილმები, რომლებისთვისაც შემიძლია ძილი მოვიკლო.

1. The Shawshank Redemption ფილმი, რომელშიც მთავარი გმირი უდანაშაულოდ იჯდა ციხეში, 20 წლის განმავლობაში თხრიდა იქიდან გამოსასვლელს. მომწონს იმიტომ რომ ადამიანი ნებისმიერ სიტუაციაში უნდა ინარჩუნებდეს საკუთარ ღირსების გრძნობას. ფილმი, რომელიც აჩვენბებს რომ მიუღწეველი არაფერია. მეტს არ დავწერ არაფერს, გირჩევთ ნახოთ.

2.
Yip Man – ფილმი Wing Chun-ის (ჩინური საბრძოლო ხელოვნებაა) ოსტატზე. რომელიც მაქსიმალურად ცდილობს არ მოახდინოს საკუთარი უპირატესობის დემონსტრირება. სანამ არ ერჩიან, არავის ერჩის. მიყვარს მასეთი ადამიანები, რომლებთაც ყველანაირი შესაძლებლობა აქვთ, რომ სხვაზე უპირატესობა გამოაჩინოს, მაგრამ ამას არ აკეთებს სანამ არ დადგება ამის საჭიროება. ჩემი ქმარია ასეთი. მიუხედავად იმისა რომ თავისუფლად შეუძლია რამოდენიმე კაცი ერთმანეთზე დააწყოს, როცა კონფლიქტური სიტუაციები ეჩითება, ცდილობს წყნარად მოაგვაროს ყველაფერი. ვერ იტანს ბაქიბუქა და ჰაერზე მოლაპარაკე ადამიანებს. თუ რამის თავი აქვთ, ქნან თუ არადა ამ ბლატაობის მუღამს ვერ ვხვდებიო.

3. Le violon rouge (წითელი ვიოლინო) – შინაარსის მოყოლას აზრი არ აქვს. უბრალოდ მიყვარს ეს ფილმი.

4. შერეკილები – უკომენტაროდ🙂

5. The Last Samurai – ეტყობა მიყვარს შინაგანად ძლიერი ადამიანები და მათზე ფილმები🙂

6. ინდი – თითქოს ბანალური სიუჟეტია, მაგრამ რამდენსაც ვნახავ 4-5 დღე შთაბეჭდილებებით დავდივარ. ეს არის ფილმი საყვარელ ადამიანებზე, საკუთარ საქციელებზე და სიცოცხლეზე რომ უნდა დაფიქრდე.

7. Catch me if you can – მართალია დიკაპრიო არ მიყვარს, სამაგიეროდ ტომ ჰენკს-ზე ვაბოდებ🙂
ამიტომაც მიყვარს მაგ კაცის ყველა ფილმი🙂

8. The Terminal – იხ. ზემოთ ჩემი ტომ ჰენქსის სიყვარულის შესახებ🙂

8. ”სემიჩკა” ფილმები : ჯულია რობერტსის რომანტიულ-კომედიური ფილმები, ”ტუტსი”, ”პრინცესას დღიურები” და ა.შ.🙂

თუ კიდევ გამახსენდა რომელიმე, აუცილებლად გავავრცობ🙂
გიისმენთ თქვენ🙂

Explore posts in the same categories: გართობა, მე

One Comment on “ჩემი ფილმები”

  1. Jupaaaao Says:

    chemi sayvareli pilmebia ''pianisti''(vgizhdebi), ''sherekilebi''(aranaklebb), ''data tutashkhia'' da ''udzinarta mze''.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: