ერთი სიყვარულის ისტორია

მინდა თავიდანვე ვთქვა, რომ არ ვიცნობ(დი) ამ წყვილს.
მართლმადიდებლურ ფორუმზე წავიკითხე რომ ერთ-ერთ უზერს ცოლი გარდაეცვალა. ორსული, მგონი 6 თვის😦 ძალინა განვიცადე მაგ ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ მაინცდამაინც არც ფორუმზე არ მიკონტაქტია იმ ადამიანთან. ის გოგო მარტო იყო სახლში, ცუდად გამხდარა და მგონი რომ დავარდა, თავი დაარტყა და გარდაიცვალა. ძალიან განვიცადე😦 მით უმეტეს, როცა ახალი ოჯახი გაქვს, პატარა ბავშვი…

ყოველდღიურობა, სამსახური, გადაღლა, ჩემი ცხოვრება… სხვსი პრობლემები მალე გვავიწყდება…
მეც აღარ მახსოვდა ეს ამბავი.
რამოდენიმე ხნის წინ ადნაკლასნიკებში მორიგი შეხედვის დროს ჩემ რამოდენიმე სურათზე კომენატარი დამხვდა. ავტორი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც თავის ქორწილის და მეუღლის სურათები ედო. იმდენად თბილი კომენტარები იყო და იმდენად თბილი სურათები ქონდა რომ მივწერე მადლობა, ხო… იმიტომაც მივწერე რომ სხვა ვეგონე, ის, ცნობილი. და ტექსტი ასეთი იყო, ”დიდი მადლობა, მე არ ვარ ის ცნობილი ხატია, როგორც ვხედავ შენც ბავშვს ელოდები, ღმერთმა გაბედნიეროს ოჯახთან ერთად თქო”… მივწერე და უპს… მერე ტუჩზე ვიკბინე, რატომღაც გამახსენდა ის ბიჭი, ფორუმიდან, გადავამოწმე სურათები ფორუმზე და მართალი აღმოვჩნდი.
მეორე შეტყობინება გავუგზავნე, ბოდიში, ვიზიარებ შენ ტრაგედიას თქო…
არაფერია, დიდი მადლობაო.

…. ეხლა ძველ შეტყობინებებს ვათვალიერებდი და ეს მესიჯები შემხვდა, სურათები ისევ ის აქვს…
ისევ იმ სიხარულით და იმ დღეებით, იმ სიყვარულით ცხოვრობს ალბათ დღესაც.

მგონია რომ ძალიან ახლობელია ჩემი ეს ადამიანი…
შორიდან ვცემ უდიდეს პატივს.

Explore posts in the same categories: ცხოვრება

One Comment on “ერთი სიყვარულის ისტორია”

  1. Tomushka Says:

    me mgonia rom adamianma cxovreba unda gaagrdzelos. is bichi tkivlis ver moinelebs ase mgonia magram amavdroulad mainc nda icxovros


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: