ყვავილები

ბუჩა 2 წლის და 2 თვის წინ გავიცანი. არასდროს ყვავილები არ უჩუქნია.
ჯერ ჩუმად ველოდბოდი, მერე ნამიოკებით, მერე ვუთხარი, მერე ჩხუბში წამოვაძახე…
არაფერმა გაჭრა. ყვავილები არ მაჩუქა….

შარშან ოქტომბერში გადავედით ახალ სახლში, დენი არ იყო ჯერ შეყვანილი ოფიციალურად. ერთ კაბელზე ვისხედით 5-6 ოჯახი. საჭმელს ”პლიტაზე” ვაკეთებდი, რომელიც ზრდილობის გულისთვის ბჟუტავდა და ერთ ჩაიდანს საათნახევარში ადუღებდა. დროს ვკარგავდი ძალიან ბევრს საჭმლის გასაკეთებლად. 7 თვის ორსული, სამსახურიდან მოვდივარ, საჭმელი უნდა გავკეთო და ეს დებილი პლიტა კიდევ ჩუმადაა, არ აკეთებს არაფერს… გაზის ბალონზე, შევუჭამე ტვინი ბუჩას, მოიტანე თქო. ხოდა არ იბერტყავდა ყურს მგონი.
ერთ დღესაც მოვდივარ სამსახურიდან, დაღლილი, პლიტა ჩავრთე და ნახევარი საათის შემდეგ, ამომასხა ყელში ”სანამ გაზის ბალონი არ მექნება, მე საჭმელს არ გავაკეთებ თქო!!!”. იმის კვალობაზე რას ნიშნავს მაგისთვის ”საჭმელს აღარ გავაკეთბ”, ბუჩამ ძალიან წყნარად მიიღო ეს ჩემი ისტერიკა.
ნანუკა ჩემ ოთახში შედის, გამოდის, შედის გამოდის, ”დედა ეს წითელი რა დევს შენ ლოგინზე?”. წავედი სანახავად რა დევს ჩემ ლოგინზე წითელი და სანამ შევალ და შევიხედები, უკვე ვხვდები რომ გაზის ბალონია, შვეედი და ვხედავ ლამაზად შეფუთულ რაღაც ნივთს ”პილიგრიმის” შეფუთვით და სტიკერით. გავხსენი და ააააააა, დავიწყე სიცილი, კივილი, გამეხარდა ძალიან:


————————-
—გუშიწინ ვიკამათეთ, დილით ისევ გაგრძელდა კამათი. მანქანიდანაც კი გადმოვედი და ფეხით წამოვედი სამსახურში, ისე მეწყინა…
საღამოს გუშინ, ეკატოს ვუვცლიდი, როცა ბუჩა მოვიდა. შემოვიდა და ყვავილები გამომიწოდა, ეხლაც კი ამიფრიალდა გული, რომ გამახსენდა. ასე ძალიან გაზის ბალონიც არ გამხარებია თქო🙂
ძალიან მიყვარს
კარგი მყავს

Explore posts in the same categories: ბუჩა, მე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: