შიში

არა, სიკვდილის შიში კი არ მაქვს, ეკატოს და ნანუკას რომ ვუყურებ, არ მინდა რომ უჩემოდ იყვნენ.
როგორ ვუყვარვარ და რამხელა საყრდენი ვარ მაგათთვის.
რამხელა ტრაგედია იქნება მე თუ არ ვეყოლები. აი ამაზე ვგიჟდები, რომ ვფიქრობ.
მით უმეტეს ბავშვობაში როცა კარგავენ დედებს.
მაგრამ ხომ არსებობს ასეთი შემთხვევები? როცა პაწიები კარგავენ დედას. ესე იგი იმ ბავშვებს შეუძლიათ ამ ტკივილის ატანა და ღმერთი იმიტომ უშვებს ასეთ განსაცდელს. ხო, მაგრამ მაინც დიდი ტკივილია. საკუთარი თავი კი არა, იმათი ტკივილი მტკივა თითქოს. და ღმერთს ვთხოვ, რომ ჩემი თავი ყავდეთ ამათ.
სიკვდილზე ყევლა ფიქრობს ასე თუ ისე, მეც.
როცა ადამიანისთვის სიკვდილის ცნება შემოდის. შემდეგი ეტაპებია:
1. შიში (რა საშინელებაა)
2. უარყოფა (ეს მე არ მომივა)
3. შეგუება (მაინც უნდა მოვკვდე)
4. სიკვდილის მიღება – ეს მორწმუნე ადამიანისთვის ბევრად უფრო იოლია.
ვფიქრობ რომ მე მე-4 სტადიაში ვარ, ანუ ვფიქრობ როგორ ვიცხოვრო ისე, რომ იქ სასუფეველში მოვხვდე, მაგრამ როგორც ყველა ადამიანი, ფიქრებით შემოვიფარგლები და საქმე საქმეზე რომ მიდგება, მეზარება.

ისე, არავინაა დაზღვეული რომ თუნდაც ეს წამი მისთვის უკანასკნელი არ იქნება. ყოველ ღამე რომ ვწვები, რაღაც მომენტშივუშვებ რომ შეიძლება დილა არ დადგეს.
დილით კი არასდროს იცი, როგორ დაღამდები.

ამას რომ ფიქრობ, მერე ბევრი რაღაც ხდება სულ ერთი. არა ღირებული.
ხდები მიმტევებელი. არ ეკიდები წვრილმანებზე ადამიანებს. ცდილობ ახლობელი ადამიანები მოისიყვარულო.
თუნდაც ამიტომ ღირს ვაჟას ნათქვამად: შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითა🙂

მიკვირს ვისაც ღმერთის არ სწამს.
როცა იცი, რომ აუცილებლად მოკვდები.
რელიგია კი გეუბნება, რომ თუ რწმენა გექნება არ მოკვდები (31. ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა. იოანე, 20)
არჩევანი არ გაქვს, არ ჯობია ირწმუნო და შანსი გქონდეს რომ სიკვდილის მერეც იარსებო, ვიდრე არ გწამდეს და იფიქრო, რომ სიკვდილის მერე გაქრები?
მით უმეტეს რწმენა ისეთია, სულ ოდნავ თუ შემოუშვი გულში, თანდათანობით მთელ სხეულს აგივსებს სიხარულით, სიცოცხლით, ბედნიერებით, სიყვარულით.
გადავუხვიე თემას მგონი.🙂

საერთოდ ითვლება რომ ყველა ”ფობიის” თავი და თავი სიკვდილის შიშია. გეშინია იმიტომ რომ საფრთხეს გრძნობ, ანუ ირღვევა მასლოუს პირამიდის სულ პირველი საფეხური – უსაფრთხოება, ადამიანის უპირველესი მოთხოვნილება. თუმცა, ჩემი აზრით, სიკვდილის შიში არ არის ყველაზე ძლიერი გრძნობა, როგორ მეცნიერები ფიქრობენ. ასე რომ იყოს, არ გაწირავდა დედა შვილისთვის თავს, მეომარი – სამშობლოსთვის, მოწამეები – ღვთისთვის.

ესე იგი სიყვარული უფრო ძლიერი ყოფილა ვიდრე სიკვდილი🙂
სიყვარული კი უფალია🙂

Explore posts in the same categories: მე, ცხოვრება

One Comment on “შიში”

  1. Anonymous Says:

    ჩვენ ყველა დასაწყისში ვართ ამ დედამიწაზე:) ასე მგონია:)ორთავე სოფლიდან დედა ლოცულობს შვილისთვის:) ასე მგონია:)მე მტკივა პატარების მიერ მშობლების დაკრგვის ტკივილი! მათ უფალი ანუგეშებს და დაიცავს!:*_ეს კი ყველაზე დიდი სიმშვიდეა და ბედნიერება!:)ნუ გეშინია!:)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: