დაგვიანებული კაიფი

მრცხვენია თქმა, მაგრამ გურამ დოჩანაშვილის არაფერი წამიკითხავს აქამდე.
სახლში არ გვქონდა მაგის წიგნები ეტყობა, თორემ აუცილებლად მომხვდებოდა ხელში. ბიბლიოთეკაში არ ვიკითხავდი, სათაური დამაფრთხობდა. გუშინწინ ფორუმზე გოგოებმა დაწერეს ნაწყვეტი დოჩანაშვილისგან.
”მოდიოდა ქალი, რომელიც იყო სახელად
იისფერი…
მოჰყვებოდა კაცი, რომელსაც ერქვა
გავძეხი…
მე კი აქ ვიყავი ზედმეტი, ისევე როგორც სიტყვა
მაშასადამე…”
ძალიან მომეწონა. მომეწონა არ ქვია ამას. ინტერესიც ცუდი სიტყვაა. აი ადამიანს რომ ”შენიანად” იგრძნობ უცბად, ისე დამემართა.
მანამდე ხინკალი და ბითურობა მქონდა მოსმენილი, მაგრამ ეტყობა ხინკალი მიყვარს ძალიან და დანარჩენი ვერ აღვიქვი სათანადოდ….
დღეს გადავწყვიტე წამეკითხა.
სამსახურში ძალიან ბევრი საქმე მაქვს, მაგრამ ძალიან გაბრუებული ვარ და ვერაფერს ვაკეთებ. ფორუმზე ვპოსტავ და მაფია ვორს ვთამაშობ.
ძალიან კარგი საიტია www.lib.ge
პირველივე ნაწარმოები ”ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება” აღმოჩნდა. დავიწყე კითხვა დასაწისიდანვე მივხვდი რომ ლამაზად ნაწერია. თითოეული სიტყვა ყურადღებით და ”გემრიელად” რომ უნდა წაიკითხო. ვკითხულობ, ვკითხულობ და ჩემს შიგნით საიტის ჩამოტვირთვისას რომ იწერება, ის ხდება. Loading…. Loading….
ვგრძნობ როგორ ვივსები. როგორ ვხვდები რომ სისულელეა უაზროდ დახარჯო დრო ინტერნეტთამაშებში, უაზრო ჭორაობაში, როცა აქვე გვერდზე ასეთი გემრიელი, სასიამოვნო, გულიანი ნაწერია. როცა შეგიძლია რომ დროის მოკვლის მაგივრად, შეავსო დრო და შეივსო შენ. გამდიდრდე შიგნიდან, გაითბო ტვინი, გულმა შეგიღიტინოს სიხარულისგან და გაიღიმო, რომ ასეთი რაღაცეები არსებობს ცხოვრებაში.
ბოლომდე მჯეროდა რომ მიხვდებოდა გმირი რასაც შალვა ცდილობდა მისთვის დაენახებინა. გული დამწყდა რომ ვერ მიხვდა… რამდენ ასეთ ნამდვილ რაღაცას ვერ ვხვდებით ყოველ დღე და ყოველ წუთს? ცხოვრებას არასაჭირო რაღაცეებით ვავსებთ, როცა იმდენი რამეა სანახავი და მოსასწრები. ნამდვილის დეფიციტია ყველგან….

….
ამოვბეჭდე და ავკინძავ ეხლა. ნანუკას მინდა წავაკითხო.🙂

ესეც ჩვენი საქართველო, რომელიც გერასიმემ ვერ შეიგრძნო. სოფელში, ჩემი სახლიდან გადაღებული სურათია.
Explore posts in the same categories: გართობა, ინტერნეტი, მე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: