ვარჯიში


ბოლო პერიოდია ვარჯიში დავიწყე.
მთელი ცოხვრება ვვარჯიშობდი. ჯერ ტანვარჯიშზე დავდიოდი. 14-15 წლიდან სახლში ვვარჯიშობდი. სტუდენტობისას სახლში +დარბაზში. მერე კუს ტბაზე დავრბოდი + ვვარჯიშობდი.
2 წელია თითქმის არ მივარჯიშია, თუ არ ჩავთვლით 1 თვე აუზზე სიარულს.
მშობიარობის შემდეგ სულ მინდოდა დამეწყო ვარჯიში. იმის გამო რომ ძუძუზე მყავს ეკატო, ბუჩამ თქვა არ შეიძლება დატვირთვაო. პატარ -პატარა ვარჯიშებს მაინც ვაკეთებდი, მუცლის და მკერდისთვის ძირითადად.
გუშინ დილით საბოლოოდ დავიწყე ვარჯიში. სირბილს ვერ ვახერხებ ჯერ ეკატოს რეჟიმის გამო, დილით ადრე იღვიძებს და მაგ დროს მარტო მე მღვიძავს სახლში. ზაფხულში წავიყვან ნანუკასაც და მაგასაც კუს ტბაზე და ვირბენ.
ძალიან მიყვარს სირბილი. სხვასთან ერთად ვერ დავრბივარ. იმას თავის ტემპი აქვს, მე – ჩემი. ნელა ნელა რითმულად სუნთქავ და რომ ფიქრობ რომ მეტი აღარ შეგიძლია, ზუსტად ამ დროს იხსნება ის ”მეორე სუნთქვა” და მერე თუ გინდა ირბინე კილომეტრები, პრობლემა აღარ გაქვს🙂
ადრე წავიკითხე ენდორფინები მარტო სირბილის, ორგაზმის და შოკოლადის ჭამის დროს გამოიყოფაო. არ ვიცი, შეიძლება სხვა დროსაც, მაგრამ სირბილის დროს რომ ნამდვილად გამოიყოფა, მაგაზე თავს დავდებ. 🙂
როცა ვვარჯიშობ, მთელი დღე ფანტასტიურად ვგრძნობ თავს. შიგნიდან ვიცვლები და უცბად ვხდები, ლამაზიც, ტანწერწეტიც, სექსუალურიც… ეს გარეთაც გადმოდის მერე🙂
არასდროს მივარჯიშია გასახდომად. არც ეხლა ვფიქრობ რომ უნდა გავხდე. საკუთარი გარეგნობით ანუ ბუნებით მომადლდებულით, ნამდვილად კმაყოფილი ვარ. მოვლა კი ყველას და ყველაფერს სჭირდება.
მოკლედ, მგონია რომ ჩვეულებრივ ცხოვრებას ვუბრუნდები ისევ. ხოდა როგორც მე და ჩემი და ვამბობთ, უნდა გავნაშდე რააა😉

Explore posts in the same categories: მე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: