საჩუქარი

მაინცდამაინც საჩუქრები არ მიყვარს, მირჩევნია შემითანხმდნენ რა მინდა და ისე მიყიდონ დაბადების დღისთვის რამე, ვიდრე სურპრიზად. მე როცა ვინმესთვის რამეს ვარჩევ, იმ ადამიანის ადგილზე წარმოვიდგენ თავს და ვარიანტებს ისე განვიხილავ. თუ ოდნავ მაინც ახლობელია და არა ვთქვათ, ნანუკას კლასელი, მაშინ ვურეკავ იმ ადამიანს და ვეუბნები საჩუქრად რა გირჩევნია, ეს, ეს თუ ეს? კმაყოფილები ვართ ორივე მჩუქებელიც და ”მიჩუქებულიც”🙂
32 წლის მანძილზე ბევრი საჩუქარი მიმიღია. ვეცდები გავიხსენო გამორჩეულები.
ყველაზე ორიგინალური
– ერთი ბიჭი იყო, აი კინაღამ ცოლად გავყევი-თქო, რომ დავწერე წინა პოსტში, ჩემი დაბადების დღე რომ მოდიოდა (ანუ ღამის 12-ისთვის) რაღაც ხმაური ისმოდა ჩემი ფანჯრის წინ, რომ გავიხედე საკმაოდ ბნელოდა და ვერაფერი გავარჩიე. დილით რომ გავიხედე, უფრო სწორედ ჯერ დედაჩემმა გაიხედა და რეაქციით მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა, გავიხედე და ჩემი ფანჯრის წინ კედელზე ულამაზესი ფერებით ეხატა საკმაოდ ორიგინალური მზე. ძალიან გამიხარდა და გათბა ზამთრის ის დღე. დღემდე მახსენდება ის მომენტი.
ყველაზე ლამაზი:
ესეც იმ ბიჭს უკავშირდება, სადღაც სურათში ვნახე ჭადრაკის მინის დაფა და მასზე დაწყობილი ფიგურების შესაფერისი ზომების ჭიქები. ერთ მხარეს წითელი სითხით, მეორე მხარეს – გამჭირვალე.
ხოდა ერთხელაც მაჩუქა ეს დაფა, დაწყობილი ჭიქებით, და ცალკე გაუხსნელი 2 ცალი მარტინი: წითელი და თეთრი. ვაპირებდი დამესხა კიდეცო, მაგრამ უშენოდ არ გავხსენიო.
რაღაცნაირი
2 ცალი კალამი, ერთი ჩემთვის, ერთი ნანუკასთვის. საერთოდ საწერი საშუალებები ძალიან მიყვარს, მგონი არც არავის უჩუქნია იმ ბიჭის გარდა.
პრაქტიკული
– საპურე, რომელიც ჩემმა ყოფილმა თანამშრომელმა მაჩუქა.
– სამკაულების ჩასადები, რომელიც ზუსტად ვეღარ ვიხსენებ ვინ მაჩუქა😦
– ნესესერი, რომელიც ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა ჩამომიტანა გერმანიიდან.
– ძროხის გამოსახულებიანი ჭურჭლის ტილოები, ჩემი შვედი პროექტ მენეჯერისგან
– ოქროს ჯაჭვი და ჯვარი, დედაჩემისგან🙂
– საფულე ჩემი დისგან და სიძისგან
– მანგოს ჩანთა ჩემი ჯიპელი ჯგუფელისგან და მეგობრისგან
– სუნამო ”Allure”, ვინც ნესესერი მაჩუქა, იმ ბიჭისგან, ვალენტინობაზე.
– სუნამო დ/გ ”Blue”, ბუჩას ბიძაშვილი ლეკასგან.
– ნამცხვრის ჩასადები შუშის მრგვალი, მეჯვარე და ეკატოს ნათლია ნინოსგან
ყვავილები
-ვარდები, ნანუკას მამისგან, ჩემ დაბადების დღეზე
-იისფერი ყვავილების თაიგული, რომელიც უძალიანკეთილესმა ადამიანმა გამოატანა ვიღაცას და მომიტანა სახლში, მივხვდი რა თქმა უნდა ვისგანაც იყო.
-ძალიან ლამაზი ჰოლანდიური ყვავილი, ერთი ცალი, რომელიც ვერ ვიხსენებ ვინ მაჩუქა😦
ბუჩასგან
– ნიშნობის ბეჭედი ჩემ დაბადების დღეზე
– სუნამო ”j’adore” ეკატო რომ გაჩნდა.
ეხლა დავფიქრდი, წელს დაბადების დღეზე ნეტავ რა მაჩუქა თქო და ვერ გავიხსენე, ა ჟალ…
თქვენი ყველაზე ორიგინალური ან დასამახსოვრებელი საჩუქარი ?

Explore posts in the same categories: ბუჩა, მე, ცხოვრება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: