როგორ მეშინოდა ქორწინების


ჩემ ნაწერს გადავაწყდი, ჯვრისწერის წინა დღეს დამიწერია:
”ხვალიდან ახალი იწყება.
აი ახალი… ყველაფერი ახალი…
რომ არ მოგატყუო, მეშინია.
მაგრად.
ხანდახან ისე მაგრად მეშინია რომ მანქანის კარები მინდა გავაღო და წავიდე. მაგრამ სად გინდა წახვიდე?
ეხლა ისე ვარ, თითქოს ფრთებს მაჭრიან..
არადა არც არასდროს მქონია….
უბრალოდ ისე მიყვარდა ფრენა… უფრთოდ….
ეხლა შეგრძნება მაქვს რომ ვეღარ ვიფრენ…
ერთი ვიცი რომ ბევრი დღეები უნდა გათენდეს…
ღმერთს ვთხოვ რომ გათენდეს…
დანარჩენი ალბათ მოვა თავის დროზე და თავის ადგილზე….
ფრთები კიდევ ჯობია ისევ იქ იყოს, სადაც არის..
თორემ ჩემთან ერთად დაბერდებიან…
……..ბებერი ფრთები საცოდავი სანახავია…” (20 თებერვალი, 2008)

საერთოდ ბავშვობაში არასდროს ვფიქრობდი გათხოვებაზე.
სულ ვფიქრობდი, რომ ვიქნებოდი დიპლომატი, მეყოლებოდა ერთი შვილი და ვიქნებოდი საკუთარი ცხოვრებით დაკავებული.
არ ვთამაშობდი თოჯინებით. მქონდა მანქანების კოლექცია, ჯარისკაცები, რომლებსაც ვაომებდი სერიოზულად. მქონდა გერმანული საექიმო ნაკრები უმაგრესი და იმით თოჯინებს ყოველდღე ოპრაციას ვუკეთებდი. რბილი დათუნია მყავდა, რომელსაც რაღაც ლაქა დააჩნდა შუბლზე და ყოველდღე მიდიოდა ამ ”ნატკენზე” პერაცია, თავის ნემსებით, გაკერვებით და ამბებით. ლოლ.
3 წლიდან ვკითხულობდი. არ არსებობდა ჩემთვის არც სტუმრად ყოფნა, არც სტუმარი სახლში, ვიჯექი და ვკითხულობდი.
პირველი ”პაკლონიკი” 8 წლის ასაკში გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში, როცა მე და ჩემ კლასელს ერთი ბიჭი მოგვიახლოვდა და კინოში დაგვპატიჟა კვირას (სოლოლაკში კვირაობით მულტფილმების ჩვენება იყო). მე დავიბენი, ჩემი კლასელი არ დაბნდა და ”ჩვენ ბიჭებთან ერთად კინოში არ დავდივართო” მკვახედ უთხრა. მე კიდევ შემეშინდა. ისე შემეშინდა, რომ როცა იმ ბიჭს ვხედავდი ქუჩაში იყო, სკოლიდან სახლში არ მივდიოდი. ვიდექი და ველოდებოდი როდის წავიდოდა. ის კიდევ, მე მელოდებოდა, როდის გამოვიდოდი. ხოდა ვიყავი ასე. აღარ მახსოვს როგორ დამთავრდა, მაგ პერიოდი…
მერე 11 წლის რომ ვიყავით ცხვარიჭამიაში წავედით ბანაკში. იქ უამრავ ბიჭს მოვეწონე, ვიდექი და ვითვლიდი პაკლონიკების რაოდენობას და ვხალისობდი🙂. მერე 12 წლის ასაკში მეზობელ ბიჭს მოვეწონე, მეგობრობის დღიურში ჩამიწერრა, მთელი ცხოვრების შენთან გატარებას ვნატრობო. საკმაოდ სიმპატიური ბიჭი იყო, მეც მომეწონა, მაგრამ არც ეს მახსოვს რითი დამთავრდა.
პირველი სერიოზული სიყვარული მე-9 კლასში იყო. ძააალიან სერიოზული. მე კავეენის კაპიტანი ვიყავი, ის კიდევ კავეენში იღებდა მონაწილეობას. რეპეტიაციაზე შევდივარ პირველად და ვიღაც ვაკელი ტიპი ზის მერხთან და მაგარ გატეხილშია. იმ დღეს გარდაიცვალა მერკური. მეც მიყვარდა ფრედი, ხოდა გავუგეთსავით. 1 წელი გავქაჩეთ, მერე დამადო. ვიღაც მე-6 სკოლელი გოგო მოეწონა. ხოდა მე დამშორდა. მე კიდევ მაგის ჯიბრზე სიგარეტის მოწევა გადავწყვიტე. იმ პერიოდში დავიწყე გაზეთში მუშაობა. იმ პერიოდში აღმოვაჩინე რომ თურმე კარგი ფეხები მაქვს, კარგი მკერდი, და საერთოდ კარგი გოგო ვარ თურმე. სიგარეტი ერთი ღერი მოვწიე და მერე მივხვდი რომ ბიჭის გამო სისულელეებს აღარასდროს გავაკეთებდი.
მერე იყო პატარ პატარა ურთიერთობები.
და მერე იყო ნანუკას მამა.
რომ დავინახე ეგრევე შემიყვარდა. ეხლაც მახსოვს ის მომენტი, რუსთაველზე სმაკის ოფისთან იდგა. აი დუმც… და შემიყვარდა ძალიან, ძალიან. რამოდენიმე დღის შემდეგ, ჩემი პირადობის მოწმობის გამოსატანად მივედით. გამომართვა, დახედა და კითხვა დაიწყო: ხატია … მცხ. ქიქოძის ქ-ზე. ტელეფონი: 98 93 33. უი მეთქი მანდ ტელეფონი რატომ დაწერეს თქო, არა აქ არ წერია, მე მახსოვსო და გამიღიმა. ნუუუ…. ლამის გული წამივიდა სიხარულისგან.
1 წლის მერე მიხვდა რომ ვუყვარდი, მანამდე ვერ ხვდებოდა და უბრალოდ ერთად ვიყავით. მე მიყვარდა, იმას- არა.
როცა შემომთავაზა აღარ წახვიდე სასხლში, დარჩიო, არ დავრჩი. მეთქი სხვა დროს იყოს თქო და ეს სხვა დრო აღარ დადგა. უფრო სწორედ დადგა, ოღონდ ძალიან გვიან.
დავრჩი ორსულად. ვიცოდი რომ ცოლად არ მომიყვანდა.
დანარჩენი დეტალები არ არის საინტერესო. მერე ბევრი ინანა იმანაც და მეც ჩვენი შეცდომები. მთავარი ისაა, რომ ნანუკა მყავს, და რომ არა მარტო დარჩენა ორსულობაში, ეკლესიაში კიდევ დიდხანს არ მივიდოდი. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის🙂
დიდად არც მინაღვლია რომ მარტოხელა დედა ვიქნებოდი. საკუთარი თავის იმედი მქონდა. ვმუშაობდი, ხელფასი მქონდა ასე თუ ისე ნორმალური.🙂
ხოდა ამ ჩემ დამოუკიდებელ ცხოვრებაშიც მქონდა სიყვარულები, ერთს თითქმის ცოლადაც კი გავყევი…..

….სანამ არ გამოჩნდა ის, ვინც ჩემია და ვინც ”მე”-ა. მართლა მე-ა, საკუთარ თავს ვეღარ აღვიქვავ განყენებულად. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შენარჩუნებული მაქვს ”დამოუკიდებლობა”, როცა ჩემ თავზე ვფიქრობ, ავტომატურად მოვიაზრებ ბუჩასაც. დაახლოებით იმას გავს, როცა შვილი ჩნდება, ”შვილამდე” როგორ არსებობდი ამ არსების გარეშე, რომ ვერ წარმოგიდგენია. ასე გაჩნდა ჩემ ცხოვრებაში ჩემი ბუჩა🙂
რომლის გულისთვის დავთმე ბევრი რაღაც და ოჯახი გვაქვს.
როცა მამაოს ვეუბნები, რომ მინდა რომ ყველაფერი ვასიამოვნო ნანუკას, ეკატოს, ბუჩას და მე ძალიან ვიღლები-თქო. ეს არის სიყვარულიო, თავგანწირვააო სხვისი გულისთვისო, ხოდა ბედნიერად ვგრძნობ თავს, როცა მართლა მივხვდი რა ყოფილა სიყვარული.
ის, კი რაც მანამდე იყო, ხშირად ვნანობ ხოლმე, ვნანობ აბსტრაქტულად, თორემ კონკრეტულად, ყველა ურთიერთობამ მომცა რაღაც გამოცდილება, რამაც აქამდე მომიყვანა და ეხლა ვაფასებ იმას, რაც მაქვს. 🙂

Explore posts in the same categories: ბუჩა, მე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: