მატერიალური გეგმა (c) tomushka

ეს tomsuhka-ს ბლოგიდან გადმოვაკოპირე. დაწერით კი ჩემი დაწერილია🙂
ოცნებებს შევეშვი დაახლოებით 10 წლის წინ. არ მიყვარს. სულ ვამბობ, ფიზიკურად აქ ხარ, გონებით კი სადღაც სხვაგან, ამასობაში სრულყოფილად ვერც აქ ხარ და ვერც იქ🙂
ბავშვობის ოცნებებიც არ მახსოვს. ის მახსოვს რომ არასდროს მდომებია გათხოვება.
ეხლაც არ მაქვს ოცნებები. არსებობს გეგმა, რომელიც მინდა რომ გავახროციელო. დანარჩენი კი თავისთავად მოდის, ღვთის წყალობად მივიჩნევ ყველაფერს.
სურვილები რა თქმა უნდა მაქვს, ამათგან რატომღაც უპირველესი დედაჩემის ბინის პრობლემის მოგვარებაა. მშენებარეში იყიდა ბინა, მეც და მაგათაც, მაგრამ ვერ ამთავრებს კომპანია ამ სახლს ბოლომდე, არადა ის ბინა, სადაც ეხლა ცხოვრობს 2 წლინახევრის წინ გაყიდა. მყიდველმა ძალიან იჯიგრა🙂 თუმცა მთლიანი სახლი იყიდა და ერთი მოსახლე ვერ მოტეხა ვერანაირად. ეხლა იმ ერთმაც მიყიდა თავისი ბინა (წარმოდგენაც ძნელია რა ფასად😉 )და ახალწლამდე აქვთ ორივეს ვადა.
მეორე ალბათ ჩემი კარიერაა, რომელიც მინდა რომ წარმატებული მქონდეს.
მესამე ადგილზე ბუჩას კარიერას დავაყენებდი. ძალიან ჭკვიანია, მაგრამ ზედმეტად აქვს პატიოსნების და სამართლიანობის მომენტი. ჯერ კიდევ ფერადი აქვს სათვალეები.
მეტი ვერაფერს ვიტყვი შვილების და დიშვილების ჯანმრთელობა, წარმატება და კარგად ყოფნა ეს თავისთავადია.
ხო კიდევ მანსარდა მინდა გავაკეთო და სადმე ახლოს ქალაქგარეთ პატარა სახლი ვიყიდო.
სულ ეს ვარ🙂

Explore posts in the same categories: მე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: