მელქნაოტილური

მელანქოლიურის დაწერა მინდოდა და ეს გამოვიდა.
და საერთოდ ბოლო პერიოდია ეგეთი შეცდომები ხშირად მომდის, გადავიღალე ეტყობა.
ეხლაც თუ შემეშალა, არ შევასწორებ.
ბოლო რამოდენიმე დღეა ეგეთი ვარ.
საერთოდ ფლეგმატიკი გამოვდივარ, რომ ვუყურებ: ოპტიმისტი ინტროვერტი.
აღარ მაინტერესებს რა ხდება გარშემო. პოლიტიკისკენ არარ ვიყურები (შეცდომა მომივიდა ჰა ჰა ჰა).
ბარში და საზ თავშეყრის ადგილებში როდის ვიყავი, არც მახსოვს./
წერაც მეზარება, ლოლ. მგონი სიცხის ბრალია.

გუშინ ყველა აივნის კარი გავაღე, ყველაზე დიდ კართან იატაკზე დავწექი და ვცდილობდი მესუნთქა, ხან გამომდიოდა, ხან არა. პარალელურად ერთ ამოცანას ვუკირკიტებდი და ვიჭყლეტდი ტვინს. სიესბის მაგისტრატურაზე ვფიქრობ და იქ გამომიგზავნეს ტეტსების ნიმუშები.
მოტორისტების 10% არღვეს და უწერენ ჯარიმას, 20% ვინც არღვევს არ იღებს ჯარიმას, სულ რამდენი პროცენტი არღვევსო? ნუ ჯერ ვიფიქრე 10+20 30%, მაგრამ მთლად ასე ადვილად არ იქნებოდა. კი-ში ვნახე და პასუხი იყო 12.5 %, დაახლოებით 20 წუთი მოვუნდი სწორ პასუხამდე მისვლას. სიცხის ბრალია აშკარად…. ნუ… ყოველ შემთხვევაში ვიმედოვნებ მაინც
ესეც ფლეგმატიკის აღწერა, ვიკის მიხედვით🙂

”ამ ტიპის ადამიანს ახასიათებს გრძნობების სუსტი აგზნებადობა. ეს არის მშვიდი, გულგრილი ადამიანი, რომლისათვისაც უცხოა აფექტები. ფლეგმატურ ადამიანში გრძნობების გამოწვევა ძნელია. გრძნობები აღმოცენდება ნელა, გვიან და არც აღწევს აფექტის ინტენსივობას. თუმცა, სანგვინიკის საწინააღმდეგოდ, ფლეგმატიკის გრძნობები მტკიცე და ღრმაა — დიდხანს არ გადაივლის და ხშირად, დროის განმავლობაში სულ უფრო ღვივდება და ძლიერდება. მისთვის უცხოა სანგვინიკისათვის დამახასიათებელი გრძნობათა ხშირი ცვალებადობა და სწრაფწარმავლობა. თუმცა გრძნობების შინაარსის მხრივ, ეს ორი ტემპერამენტი უახლოვდება ერთმანეთს; ორივესთვის უფრო დამახასიათებელია დადებითი გრძნობებისადმი მიდრეკილება. ფლეგმატიკი ადამიანშიც და ცხოვრებაშიც უფრო დადებითს აქცევს ყურადღებას, ვიდრე უარყოფითს. ფლეგმატიკი ოპტიმიზმით სავსე ადამიანია. ამ ტიპის ადამიანის წონასწორობიდან გამოყვანა ძნელია, იგი აუღელვებელია. მას აუჩქარებელი, მოფიქრებული და არა იმპულსური მოქმედება ახასიათებს. მოძრაობები ჩვეულებრივ დინჯი და აუჩქარებელი აქვს. მიმიკა და ჟესტები — შეკავებული. ფლეგმატიკს არ უყვარს თავისი გრძნობების გამომჟღავნება, ამიტომ გარეგნულად იგი მაშინაც კი ცივისა და გულგრილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც ძლიერ გრძნობას განიცდის.”

Explore posts in the same categories: მე, ხასიათი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: