ძველი ბლოგ-პოსტები (2005)

ჰმ…
დღეს მომივიდა იაჰუუსგან რომ თქვენი ბლოგი ახალ პროფილზე გადაიტანეთო…

2005 წელს სულ 3 პოსტი მაქვს დაწერილი და წასაშლელად რატომღაც დამენანა.

ესეც ჩემი ბლოგერული წარსული🙂

Entry for October 11, 2005

მაშ ასე, დღეს დილით პმ მივიღე, ხატია დეიდა – დეპრესიის წამალი მეც მასწავლეთო. პასუხად მივწერე, სექსი შველის ცუდ ხასიათს-თქო, თორემ შენ დეპრესია არ გექნება, ჯერ პატარა ხარ-თქო. შეიძლება ქალიშვილიც იყო … რა ვიცი.. რა ვიცი…

დანარჩენს რაც შეეხება… როგორ ყოველთვის ჩვეულებრივი ფანტასტიური დღე დაიწყო. ტელეფონის ფულის გადახდის დღე მაქვს დღეს და ჯეონეტის ოფისი რომ მახსენდება, მბურძგლავს.. ბრრრ…. ბოლოს 60 ლარი გადავიხადე. დრეს არ ვიცი რამდენი იქნება.

ყავა უკვე დავლიე, მეორე წრეზე წავალ ეხლა. გკოხნით და გეხუტებით ვინც ამას იმსახურებთ Image

Entry for October 12, 2005

ისევ ჩვეულებრივი ფანტასტიური დღე გათენდა. გუშინ ვაშალომიძე-სუხშვილები-”სიმფლი რედ”-ის კონცერტზე დამპატიჟეს ძააალიან ძააალიან კარგმა ხალხმა და ვისიამოვნე სანამ გავიყინებოდი. რომ გავიყინე მერე წამოვედი, მგონი დროზე გამოვასწარი გზაში ისე შემცივდა, ვერარ ვსუნთქავდი.

ნუ მასა იყოო – ”რა დონეააა, რაააა” აქედან დაწყებული, ბოთლებით კენწვლის მოყვარულებით დამთავრებული, გზაში ერთმანეთს რომ ეკიტხებოდნენ ვის კონცერტზე მივდივართო? და რა ვიცი, ვიღაცა წითელი უკრავსო. ვოტ, ასეთებიც ხდება.

გუშჳნ არ გადამიხდია ჯეონეტის ფული, ასე რომ ყველაფერი წინ მაქვს. მანქანის ნაწილიც უნდა შევუკვეთო რომ ჩამომიტანონ, ხოდა ვარ ასე გაღიმებული.

გკოცნით ყველას Image

Entry for October 18, 2005

ჰაი ყველას. დღეს თომა მოციქულის ხსენების დღეა. როგორც წესი, ყველას მივულოცე, თუ ვინმეს არ მივულოცე, ესე იგი არ უნდოდა რომ ეს დღე მიმელოცა.

ისე ფანტასტიურ განწყობაზე ვარ. ხანდახან მეშინია ხომ არ ვგიჟდები თქო. არ შეიძლება სულ ასე კარგად ყოფნა🙂

გკოცნით

Explore posts in the same categories: blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: