წითელი პარასკევი

წითელი პარასკევი ყოველთვის ძალიან მძიმედ ვარ ხოლმე. წელს ყველაზე ნაკლებად დავდივარ ამ მარხვაში ტაძარში, მაგრამ მაინც მაქვს ის მძიმე შეგრძნება, რომელიც მერე სიხარულით გვირგვინდება აღდგომის ღამეს. ძალიან მიყვარს მარხვის ბოლო კვირა. ბევრი მსახურებებია. განიცდი თითქოს ყველაფერს რაც იმ დღეებში ხდებოდა, 12 გზის სახარება, გარდამოხსნა, დატირება. შაბათ დილით წირვა, დილით 4-ზე მივდივართ და 10-მდე ვართ ხოლმე ტაძარში, არანაირი დაღლა, პირიქით საოცარი შეგრძნებაა, შავი კრეტსაბმელი თეთრით რომ იცვლება და ხვდები რომ დღესასწაული მოდის, ნამდვილი დღესასწაული. ყველაზე დიდი დღესასწაული რაც კი არსებობს.

მანამდე კი ეს დღეა – ყველაზე მძიმე დღე, როცა ღმერთი კვდება😦 ნებით კვდება😦 ჯოჯოხეთში ჩადის ჩემთვის, შენთვის, ყველა სულიერის გულისთვის…. ვერ აღვწერ რასაც განვიცდი…

Explore posts in the same categories: Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: