ფიქრები ხმამაღლა

ჯერ იმას გავიხსენებ, სააკაშვილი რომ ამბობდა 2007-ში ვადამდელი არჩევნებისთვის გაზაფხული ძალიან ცუდი პერიოდია, ნატოს სამიტია და ბევრი რაღაც არის მაგაზე დამოკიდებულიო. გავიტანეთ ჩვენი… აჰა ნატოც, ანგელაც, აგვისტოც და ბუფერული ზონებიც…
ომი რომ დაიწყებოდა ალბათ იცოდა მიშამ, ვინ გაისროლა პირველად იმ ღამეს უკვე დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მნიშვნელობა იმას აქვს, თითქმის ბოლომდე მისული ბიჭები, რატომ გააჩერეს. საიდან მოიტანა 24 საათი? ვის შეუწყო ხელი? დაახლოებით იმას გავს, სოხუმის დასაბრუნებლად მისული ბიჭები, უკან რომ გამოაბრუნა შევარდნაძემ. ამ ლოგიკით მიშა რუსეთუმე გამოდის.
რუსეთი ვახსენეთ და ძალიან მიკვირს რატომ ხვდებიან (ფულის)ჩემოდნიან რუსებს ჩვენი მაღალჩინოსნები აეროპორტში, თან საკმაოდ თბილად. 100%-იანი ვიცი, რაღაც ობიექტი მიყიდეს მთავრობამ ისევ.
ამაზე მახსენდება ფურთხის ღირსები რომ ვართ.
ეს 9 აპრილის აქცია ცირკია საერთოდ.
როგორც ყოველთვის ხალხი მეცოდება, ვინც უმუშევარია, ძირითადად ისინი არიან იქ მგონი. ვისაც იმედი აქვს რომ სამუშაო ადგილები გაჩნდება და ნაცნობები აღარ იქნება საჭირო სამსახურის დასაწყებად? რავიცი…
ბესელაი საერთოდამორფული ვიღაცაა, რატომ იფუჭებს ხალხი თავს ამ პოლიტიკისთვის? იყო მშვენიერი ადვოკატი, საკმაოდ ჭკვიანი ქალი. ეხლა ვინაა? მომკივანი ოპოზიციონერი….
ბურჯანაძეზე საბოლოოდ წარმოდგენა გუშინ დამეკარგა, როცა პატრული არ მოვიდა, პატრული არ მოვიდაო. მიხვდა ოპოზცია,მაგარი ჭამა ერთი დღე რომ შესვენება გამოცხადა, ხალხი თუ გაუშ[ი, ძ§ელად დაიბრუნებ უკან. ხოდა გამოაცხვეს ცხელ ცხელი პროვოკაცია, მენაგვეები გადაცმული კუდი და სოდი იყვნენო და გვირტყავდნენო. რად უნდა დაშლილ აქციას დარბევა?
მაისაშვილი საერთოდ უცნაური რომ იყო, კი ვამჩნევდი, მაგრამ ასეთი ”უცნარუიც” თუ იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი. რომელ უნივერსიტეტში ასწავლეს ქვეყნის მეთაურის გინება, გამოსაკვლევია….
გრეჩიხა, გულიანი ვაკელი ბიჭია. შინაგანად მაინც ”კაი ბიჭია”, სადღაც ქვეშეცნეულად იგრძნო რომ არ გამოუვიდა მაისაშვილს ეს გინება და სასწრაფოდ ჯიგრულად დაიწყო საუბარი… თუმცა არც მაგის საქმეა პოლიტიკოსობა, ბიზნესი უფრო ეხერხებოდა მგონი…
შალვა მაინცდამაინც არ ჩანს, თუმცა რაც გამოჩნდა და არც ნატო გვინდა არც ესენგეო, ფორუმ.,გე-ზე დაასვნეს პირდაპირ რუსეთში შევყავართ, ესე იგიო.
არ ვარ მიშას მომხრე, საღი აზრი მგონი მაქვს, მაგრამ მიშა აშკარად უფრო მაგარი იყო აქციების მოწყობაში. პრეზენტაციის ნიჭი და სკილები საკმაოდ აქვს და ამიტომ ყოველთვის მუხტი აქვს და დღესაც კი, გადასდებს ხოლმე ხალხს ამ მუხტს.
ხოდა იმ ხალხს, რომელსაც აქციის მოწყობა არ შეუძლია ნორმალურად, ქვეყნის მართვა როგორ ვანდოთ?
ხო, ალასანია დამვიწყებია… ვერ გავუგე მაგ კაცს. სულელი არ უნდა იყოს. ეტყობა შეპირდნენ პრეზიდენტობას და იმიტომ არის ოპოზიციაში.
ოპოზიცია რუსებისკენაა თუ მიშაა რუსებისკენ ცოტა გაურკვეველია:
”მტრის ხატის” შექმნა სახელმწიფოს ძალიან აწყობს, მით უმეტეს შექმანარ სჭირდება, პერიოდულად გააქტიურებს ხოლმე რუსეთის თემას, რომ ხალხმა ომის შიშით ოპოზიციას მხარი არ დაუჭიროს, რა დროს მიშა გადადექია, რუსეთი გვიპყრობსო.
თუმცა მეორეს მხრივ, სააკაშვილი არ უნდა რუსეთს და ეჭვი მაქვს, ბურჯანაძეა მათი კანდიდატურა.
58-ე ბრიგადის მზადყოფნა, პროვოკაციები კონფლიქტურ რეგიონებშჳ, სამხედრო გემების საქართველოსკენ წამოსვლა… შეიძება მთავრობა ამახვილებს ამაზე ყურადღებას, მიზეზი იხ. ზემოთ….
+ აფეთქება ცხინვალში შეიძლება საქ მთავრობამ გააკეთა, შეიძლება რუსეთმა, რომელიც მიზეზს ეძებს, რომ ტანკები თბილისისკენ დაძრას.
ასეა თუ ისე, პროვოკაციები ალბათ გაგრძელდება.
თუ ბევრი ხალხი მიემხრო ოპოზიციას, რისიც მე ნაკლებად მჯერა, შანსი საკმაოდ დიდია, რომ აქვე მყოფი მოძმე რუსები მიეხმარონ მათ ტანკებით და სამხედრო ტექნიკით…
უფრო და უფრო მეშლება ოპოზიციაზე ნერვები…
ხო.. მიშაზეც მეშლება ნერვები…
შეიძლება ცხინვალშჳ ბოლომდე იმიტომ არ მიაწვა, რომ აწყობს ”კონფლიქტური რეგიონები”: ქონდეს ქვეყანაშჳ, რომლის თემას გააქტიურებს, როცა მის სკამს საფრთე დაემუქრება….

უბედურება ისაა, არც ერთი, არც ერთი ადამიანი არ ჩანს არც ერთ მხარეს, რომელიც სკამზე მაღლა საქართველოს დააყენებს. ოპოზიციაში ყველას, დაკარგული ძალაუფლების დაბრუნება უნდა… ძალაუფლება და სხვებზე უფროსობა, ტვინის დონეზე იწვევს ცვლილებას, რომელიც ნარკოტიკზე უფრო ძლიერია.. ყველამ საკუთარ თავშჳ ჩავიხედდოთ, როგორ გვიყვარს უფროსობა თუნდაც ოჯახში…

ეჰ.. რა…

პ.ს. მსოფლიოშჳ ყველგან ბიზნესიდან მოდიან პოლიტიკაში. ჩვენთან პირიქითაა, ფული თუგინდა პოლიტიკაშიუნდა წახვიდე და ფული თავისთავად მოდის. პარალელურ რეჟიმში ბიზნესსაც აიწყობ და წილში ჩაუჯდები ვისაც გინდა…

Explore posts in the same categories: პოლიტიკა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: