ვიზრდებით

როგორც იქნა სახლში ინტერნეტი გვეღირსა. მართალია მაგთიფიქსია, მაგრამ იმაზე უკეთესი აღმოჩნდა ვიდრე გვეგონა (ფასს არ ვგულისმობ, 15 ლარი ულიმიტო) .

ესე იგი 2-ში, ჩემი პოსტის მერე ”ისევ ორი ვარ” წავედით ჩემ დასთან. პატარა სუფრა იყო სადაც ჩემმა სიძე თავის დაწურული საფერავი სპეციალურად ჩემთვის გამოიღო. მეც ვწრუპავდი ნელა ნელა, სუფთა გემოგლობინის მაბავში თორემ საფერავის სხვა ეფექტის აღარც მჯეროდა. ასე ვწრუპე 1 ჭიქა. მერე წამოვედით სახლში. რაღაც უცნაურად ვიყავი, დავწექი და ზუსტად 5 წუთში ვიგრძენი რომ წყლები დავღვარე (სულ მაინტერესებდა ეს როგორ ხდებოდა). ხოდა ნელა ნელა წავედით სამშობიაროში. ექიმმა რომ გამსინჯა შუადღემდე არ იმშობიარებო და გავუშვი ყველა სახლში. დავწექი დავიძინებ თქო… დავწექი თუ არა დაიწყო მოკლე ინტერვალები და დილით 8-ის ნახევარზე გავაჩინე ბახუცა🙂

ინტელექტის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალი აქვს: პირველივე დღეს რომ დავაწვინე გვერდზე ძუძუს მისაცემად, მიხვდა რომ უნდა ეჭამა და ტუჩები მოამზადა. მაგას დღემდე აკეთებს და ძლაინ ვხალისობ. რაღაცნაირად, კვატივით გამობზიკავს ტუჩებს ხოლმე🙂

აფერისტობაც გვაქვს გენებიდან გამომდინარე, ვდგავართ და ვღნავივართ საწოლში და თან თვალებს ვაცეცებთ აქეთ-იქით – იქნებ ვინმემ აიყვანოს. ნუ… მაგ ნომერი არ გასდის არავისთან.

1 კვირის წინ ხელები აღმოაჩინა. საწოლზე საჩხრიალოებს ვუკიდებ და ხელით წვდება, თავიდან ვერ აკონტროლებდა ხელებს, ეხლა დაამუღამა და მთელი დღე ჩხარუნი ისმის სახლში. თვითონაც უხარია, როცა მიწვდება სათამაშოს და ჭკუაზე არაა.

”აღუებს” ჯერ კიდევ ვიძახით. კარონი ნომერი აქვს: რომ დააცემინებს, მერე ეგრევე აღუს აყოლებს ხოლმე… დაახლოებით ასე: პცხი-აღუ. ძალიან სასაცილოა.

გარშემომყოფებისგან მე გამომანსხვავა ბოლო 2 კვირაა. განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ჩემს მიმართ.

ძალიან სასაცილოაა მანქანაში გვერდით მიზის ხოლმე კალათით, ხოდა თავი აქვს შემობრუნებული ჩემ მხარეს და თვალს არ მაშორებს. ვხალისობ ხოლმე🙂

სიგრძეში 62 სმ-ა და წონა – 6კგ. საკმაოდ კარგი მატება აქვს, თუმცა არც ისე გოჭი არაა. ტაკოები აქვს ძლაინ სასაცილო და გასუქუნებული🙂

ეხლა დავხედე და იმდენი იქნია ფეხები რომ ნასკები და შარვლის ცალი ტოტი გაიხადა.

ძალიან მაგარი ტიპია საბოლოო ჯამში, ძალიან მომწონს🙂

ესეც ჩვენ სამის სურათი, ეფექტი იმიტომ აქვს რომ ორიგინალი არც ისე კარგი ხარისხი იყო🙂

Explore posts in the same categories: ეკატო, ნანუკა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: