უცნაური კანონები :)

ტეხასის შტატში აკრძალულია ფეხზე დამდგარი მიყოლებით სამი ყლუპი ლუდის დალევა; აკრძალულია სასტუმროს მეორე სართულიდან კამეჩებისათვის სროლის დაწყება; აქვე საკმარისია ქალი სამჯერ წარუდგინოთ მეგობრებს, როგორც ცოლი და იგი ავტომატიურად ითვლება თქვენს ოფიციალურ მეუღლედ; ფეხსაცმლის გარეშე სიარულისათვის დაგსჯიან თუ არ გაგაჩნიათ ამისათვის სპეციალური ნებართვა, რომელშიც 5$ გადაიხადოთ. ესენი საკმარისად ძველი კანონებია. სულ ახლახან კი გუბერნატორ ჯ. ბუშის (ა.შ.შ.-ს ახლანდელი პრეზიდენტი) ზეგავლენით ტეხასში მიიღეს კანონი, რომლის შესაბამისად დამნაშავე ვალდებულია მსხვერპლს წერილობით ან სხვა ფორმით შეტყობინოს მოსალოდნელი დანაშაული მის ჩადენამდე 24 საათით ადრე. ამ წესის დარღვევას სასამართლო განიხილავს დამამძიმებელ გარემოებად. ამ შტატების ცალკეულ ქალაქებში ასევე განსხვავებული აკრძალვები მოქმედებს: ჰიუსტონში აკრძალულია ლუდით ვაჭრობა კვირა შუაღამის შემდეგ (თუმცა ორშაბათიდან ისევ დაშვებულია ნებისმიერ დროს); პორტ-არტურში ისჯება ლიფტში ჰაერის გაფუჭება.

ფლორიდაში გაუთხოვარ ქალებს ეკრძალებათ კვირაობით პარაშუტით ხტომა. მკაცრად იკრძალება ფლორიდაში საცურაო კოსტუმში გამოწყობილი სიმღერა; სკეიდით სეირნობა სანომრე ნიშნების გარეშე; შხაპის მიღება გაშიშვლებულ მდგომარეობაში. ასევე აკრძალულია დღეში სამზე მეტი თეფშის გატეხვა. ქალაქ პენსაკოლაში ქალმა, რომელიც დაიღუპა აბაზანაში ელექტრომოწყობილობების გაუფრთხილებლად გამოყენების გამო, უნდა გადაიხადოს ჯარიმა 100$.

მაიამში აკრძალულია ველოსიპედით სიარული ხმოვანი სიგნალების გარეშე, თუმცა იმავე კანონით ველოსიპედისტებს ხმოვანი სიგნალის გამოყენება ეკრძალებათ.

არკანზასის შტატში არჩევნების დღეს და ხმების დათვლის დროს ვინც არ უნდა იყოს და რა საბაბიც არ უნდა ჰქონდეს, ეკრძალება საარჩევნო უბნის კარებთან და ფანჯრებთან 15 მეტრზე ახლოს მისვლა, რაც ყოველ ამომრჩეველს ხდის დამნაშავედ. აქვე, მძღოლებს 21.00 საათის შემდეგ ეკრძალებათ ხმოვანი სიგნალების გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც იყიდება გამაგრილებელი სასმელები.

ჩიკაგოში სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება საჭმლის ჭამა სახლში, რომელიც იწვის. ქ. ევანსტონში (ილინიოსის შტატი) ხანძარი არის ერთადერთი შემთხვევა, რომლის დროსაც დასაშვებია ავტომობილში ტანსაცმლის გამოცვლა, სხვა შემთხვეაში ეს იკრძალება.

ფორტ-მედისონში (აიოვას შტატი) მეხანძრეებმა 15 წუთი უნდა გაივარჯიშონ ხანძრის ჩასაქრობად წასვლამდე. სენტ-ლუისში მეხანძრეებს ეკრძალებათ გაშიშვლებული ან ღამის პერანგში გამოწყობილი ქალების დახმარება.

კენტუკის შტატში ქალს ეკრძალება საცურაო კოსტიუმით გამოსვლა გზაზე, თუ კი მას არ მოაცილებს ორი პოლიციელი ან ხელში არ უჭირავს ნიჩაბი. გამონაკლისია 40 კგ-ზე ნაკლები და 90 კგ-ზე მეტი წონის ქალები.

ქ. კარმელში (ნიუ-იორკის შტატი) ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც გამოწყობილია სხვადასხვა ფერის შარვალსა და პიჯაკში, ჯარიმდება 500$-ით. ნებრასკაში დალაქებს ეკრძალებათ ნიორის ან ხახვის ჭამა დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე, ხოლო ნიუ-ჯერსიში დააპატიმრებენ მას, ვინც რესტორანში პირს ააწკლაპუნებს. კალიფორნიაში ცხოველებს ეკრძალებათ სქესობრივი აქტის დამყარება სკოლებთან, ეკლესიებთან და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებთან 500 მეტრზე უფრო ახლო მდებარე ადგილებში. აქვე აკრძალულია მძღოლის გარეშე მოძრავი ავტომობილის სიჩქარემ გადააჭარბოს 60 მილს საათში.

კალიფორნიაში აკრძალულია კოვბოის ჩექმების ტარება იმ პირების მიერ, რომელთაც არ ჰყავთ 2 ძროხა მაინც.

ინდიანაში აკრძლულია: აბაზანის მიღება ოქტომბრის თვიდან მარტის თვემდე; მანქანების გაყიდვა კვირაობით; ფრინველებისა და კურდღლების შეღებვა; რძის გაყიდვა ღვინის მაღაზიაში. აქვე სასამართლოს გადაგცემენ გაუპატიურების ბრალდებით, თუ მანქანაში წინდების გარეშე გიზის მგზავრი, რომელსაც არ შესრულებია 17 წელი.

1984 წლიდან ინდიანას ქალაქ სპეიდსში მოქმედებს კანონი, რომელიც კრძალავს კონსერვის ქილების გახსნას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. ამ კანონის დარღვევისათვის სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 თვით. ინდიანაში მოქმედი კანონის მიხედვით რიცხვი პ ტოლია არა 3,1415-ის , არამედ 4-ის.

დენვერში აკრძალულია მეზობლისაგან მტვერსასრუტის თხოვება.

ალაბამაში, ჯასპერის ოლქში, ქმრებს უფლება აქვთ სცემონ თავიანთ ცოლებს ჯოხით, თუ ჯოხის დიამეტრი ცერის დიამეტრს არ აღემატება. ლოს-ანჯელესში კი ქმარს უფლება აქვს სცემოს ცოლს ქამრით, რომლის სიგანე 12 სმ-ზე მეტი არ არის (წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელია ცოლის თანხმობა). არკანზასში სულ ერთია რითი სცემს ქმარი ცოლს, თუკი ეს არაუმეტეს თვეში ერთხელ ხდება.

ტენესში ნებადართულია ყველაფრის საკვებად გამოყენება, რასაც მოქალაქე მანქანით გაიტანს. თუ სიცოცხლეს გამოასალმებ ადამიანს, მაშინ სრული უფლება გაქვთ და ვალდებულიც ხარ “მზის ჩასვლამდე” საკვებად გამოიყენოთ იგი.

დასავლეთ ვირჯინიაში მამაკაცებს ერთერთი სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლება აქვთ იცხოვრონ ნებისმიერ ცხოველთან, რომლის წონა 18 კგ-ს არ აღემატება. სანფრანცისკოში ცხენის პატრონს უფლება აქვს გზაჯვარედინზე დატოვოს ნაკელის გროვა, ოღონდ მისი სიმაღლე 2 მ-ს არ უნდა აჭარბებდეს. ალაბამაში, არიზონასა და ჯორჯიაში უმკაცრესად იკრძალება სააბაზანოში ვირის ყოლა, არკანზასში კი ნიანგისა. არკანზასის კონგრესი მდინარე ანკარზასის წყალს უკრძალავს მეინ-სტრიტის ხიდზე მაღლა ადიდებას.

პენსილვანიაში სახლი, რომელშიც 16 ქალი ცხოვრობს, საროსკიპოდ ითვლება, ტენესიში ასეთივედაა მიჩნეული სახლი, რომელშიც 6 ქალი ცხოვრობს. მამაკაცების ზღვრული რაოდენობა კი 120-ია.

ლუიზიანაში მკაცრად ისჯება ადამიანის კბენა, ამისათვის პროთეზის გამოყენება ამძიმებს გარემოებას. ალაბამაში აკრძალულია მანქანის თვალებახვეული მართვა, ნიუ-იორკში სჯიან მას, ვინც სახურავიდან გადმოხტება. მინესოტაში პატიმრობა ელის იმას, ვინც საკუთარ სახლშიც კი შიშველი დაიძინებს. აიდაჰოს შტატში აკრძალულია კარუსელზე ქანაობა კვირადღეს, აქვე აკრძალულია აქლემზე დამჯდარი თევზაობა. ილინიოსის შტატშის ქალაქ გეილსბურგში 1000$-ით აჯარიმებენ მას, ვინც ბეისბოლის ჯოხით თაგვს სცემს. მიჩიგანში ქარის წინააღმდეგ ფურთხება საზოგადოებრივ დანაშაულად ითვლება. კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში არ შეიძლება ავტომობილის ტარება კვირაობით, არიზონაში კი ქ. გლენდეილში აკრძალულია ავტომობილის უკან სვლა. ამავე შტატში, ქ. ტაკსონში ქალებს ეკრძალებათ შარვლის ტარება. ვისკონსიის ქ. რეისინში აკრძალულია მძინარე მეხანძრის გაღვიძება, ხოლო ვაიომინგის შტატში კი კურდღლებისათვის სურათის გადაღება. ტენესში, ქ. მემფისში ბაყაყებს ეკრძალებათ ყიყინი ღამის 11 საათის შემდეგ. ალიასკაზე აკრძალულია დათვებისათვის ფოტოსურათის გადაღება, ნევადაში კი გზატკეცილზე აქლემით სეირნობა. ილინიოსის შტატის ქ. იურკაში ულვაშიან მამაკაცებს ეკრძალებათ ქალის კოცნა, ალაბამაში კი სიკვდილით სჯიან მას, ვინც რკინიგზის რელსებს მარილს მოაყრის.

სამხრეთ დაკოტაში დანაშაულად ითვლება ჩექმებით დაძინება; კალიფორნიაში აკრძალულია აუზში ველოსიპედით შესვლა; ქალაქ ბალტიმორში (მერილენდის შტატი) 500$-ით დაჯარიმდება ის, ვინც თეატრში ლომთან ერთად მივა; ატლანტაში აკრძალულია ჟირაფის მიბმა ტელეგრაფის ბოძზე; სენტ-ლუისში აკრძალულია ხიდზე ჯდომა და ლუდის სმა. ნიუ-ჯერსის შტატში კატებმა უნდა ატარონ ზარები, რათა ჩიტებმა გაიგონ მათი მოახლოება, ოკლაჰომაში კი სამზე მეტ ძაღლს ეკრძალება ერთად შეკრება, თუ მათ არა აქვთ ამისათვის სპეციალური ნებართვა ქალაქის მერისაგან.
(c)forum.ge🙂

Explore posts in the same categories: Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: