ჯერ ისევ 2 ვარ

ვაახ…… უუუუუხხხხ…..
არაფერი მშველის, არც საფერავი, არც შოკოლადი, არც ფეხით სიარული…
ბაზრობა დამრჩა ერთი და ხვალ ვაპირებ წასვლას, ელიავაზეც და ბაზრობაზეც, ხოდა იქნებ რომელიმემ გაჭრას, ლოლ.
ახალი წელი საერთოდ არ მიყვარს. ვერ ვხვდები რა დღესასწაულია. მით უმეტეს როცა მარხვაზე ხარ, შობას უფრო ელოდები, ვიდრე ახალ წელს.
შევხვდით თქო ვერ ვიტყვი, პროსტა ვიჯექით რა. სამაგიეროდ პირველში 3 საათზე ტაძარში წავედით და მამაომ ახალი წლის პარაკლისი გადაიხადა. საკმაოდ ბევრი ხალხი იყო. მიყვარს ჩვენი ტაძარი და მამაო🙂
სახლში გაზი ჯერ არ შემოუყვანიათ. მილებში ზონავს სადღაცო. პირველში დილით შუქიც გაითიშა, ხოდა ოფიციალური ბომჟები ვართ…
ისე სულ ვამბობდი, სანამ გაზს არ დავინახავ გამათბობელში ანთებულს, მანამდე არ ვიმშობიარებ-თქო, ხოდა მგონი მართლა გაზს ელოდება ეს პარაზიტკა.
გასასინჯად ვიყვაი ორჯერ, ცოტა ტკივილები მაქვს ხოლმე, მაგრამ არაფერი, უკან მიშვებენ, რომ დაგტოვოთ, შეიძლება დაგეწყოს, შეიძლება არაო.
ყველაფერი მზადაა მშობიარობისთვის, ეხლა ტკივილებს ველოდებით, რომელიც მგონია რომ მაქვს, მაგრამ თურმე ჯერ არ მაქვს.
ნანუკაზე ეგრევ 5-8 წუთიანი ინტერვალებით დამეწყო ტკივილები, გაგუამ მითხრა 10 წუთიანი რომ გექნება, მაშინ წამოდიო. გაუტკივარება შეიძლება არ გავიკეთო და დამცინა, ალბათ ვერ მოასწრებო… რატომ ჩათვალა ასე, არ ვიცი, მაგრამ პრინციპში პროფესიონალია და მამენტ მაწყობს კიდეც, რომ ისე სწრაფად გამეხსნას ყელი რომ ვერ მოვასწროთ მართლა😀
ეხლა ნადირობის სეზონი-2 უნდა ვნახოთ ამირანში.
ერთი სული მაქვს, როდის გაივლის ახალი წლები. არ მიყვარს

Explore posts in the same categories: ორსულობა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: