მართვის მოწმობა (აქა პრავა) და აი ქუ (IQ) ტესტი

ვისაც ბილეთები გაინტერესებთ: გადადით ამ პოსტზე
გვერდზე გადავდოთ ის მოსაზრება რომ ქალი საჭესთან იგივეა, რაც მაიმუნი ლიმონკით. არ ვეთანხმები კატეგორიულად და არა იმიტომ რომ ქალი ვარ. მე ყველაზე ნაკლებად მაქვს მაგ პრობლემა, იმიტომ რომ ჩემს გარშემო მყოფი ყველა კაცი, აბსოლუტურად ყველა, აღიარებს რომ ვატარებ კარგად, საკმაოდ კარგად და ა.შ. ზოგი ხმამაღლა აღიარებს ამას, ზოგი საქციელით გამოხატავს.
ანუ ეს ეტაპი გავიარეთ.
პრაქტიკულად ტარება ჩემმა ძველმა მეგობარმა მასწავლა: დავსხედიტ თუ არა მაქნანაში (ნივაზე), რამოდენიმე რჩევა მითხრა, სანამ დავქოქავდი:
1. თუ მანქანა ჩაგიქრა და უკნიდან პიპინი დაგიწყეს, დაიკიდე და წყნარად დაქოქე ისევ.
2. გინება ისწავლე
3. 360 გრადუსით აკონტროლე სიტუაცია.

მერე წამიყვანა ასათიანის ქუჩაზე, აი ასათიანის ქუჩა რომ ნუცუბიძეზე ადის (ვანექსისი ოფისთან დაახლოებით), აღმართზე დამაყენა და მითხრა, თეორიულად ხომ იცი ცეპლენია და გაზით გაჩერება, აი მასე გამიჩერე როცა გეტყვი და დაძვრისას მაქსიმუმ 5 სმ-ით დაგორების უფლებას გაძლევ, მეტს არაო.

სარკეები ავითვისე ჩემით, იმიტომ რომ სახლთან, სადაც მანქანას ვაყენებდი, აუცილებლად ”ზადნით” უნდა შევსულიყავი და მქონდა ძალიან პატარა მანძილი. შესაბამისად სარკეების ათვისების კოეფიციენტი 100 შეიძლება იყოს 100-დან😀

მთელი შაბათ-კვირა ვსწავლობდი ტარებას, დავდიოდი სოლოლაკის და მთაწმინდის უვიწროეს ქუჩებში. ანუ ”ბრაზილიური” თუ მექსიკური მეთოდით ვისწავლე ტარება.
როგორც ვხედავ, გაამართლა.

ამხელა ამბავი იმას მოვაყოლე, რომ დღეს დილით, ერთმა ტუტცმა ქალმა მომიშალა ნერვები.
ჭავჭავაძიდან არაყიშვილზე უნდა შემეხვია, უკვე მწვანე აპირებდა ჩაქრობას და შესაბამისად ვჩქარობდი. ამ დროს ლურჯმა აუდიმ რომელიც ჩემ წინ იდგა 2 მანქანით, დაიწყო მოხვევა, ოღონდ განა არაყიშვილზე შეხვევა, არა ჭავჭავაძეზე გადაწყვიტა ქალბატონმა დატრიალება. ტორმუზს დავაჭირე ფეხი თორემ გავაპობდი შუაზე, მაგრამ ოდნავ მოცურდა, ტაკო მოიქნია და ვხედავ რომ ტროტუარისკენ მივდივარ, ერთი აზრი მაქვს თავში, ოღონდ არ ამოვყირავდე- თქო…
გაჩერდა მანქანა როგორც იქნა. დავიწყე სიგნალის მიცემა, ანუ ჩემებურად გინება (იხ. რჩევა 2), ვაპიპინე ისტერიულად და გოგჩომ, ჩამოწია ფანჯარა და თვალებში ვერ იხედებიო, კიდევ აქეთ მკითხა… ძალიან შევიგინე… ამჯერად სიგნალთან ერთად ვერბალურადაც…
მერე ავუხვიე არაყიშვილზე, და ნერვიულობისგან ამტკივდა წელი, ვიტირე, მანქანიდან რომ გადმოვედი, რამოდენიმე გამვლელი მოვიდა და ყოჩაღ თქვენ, ძალიან იყოჩაღეთო.
ციტოში ვალერიანკა დამალევინეს, ანალიზი ავიღე და წამოვედი სამსახურში…
კიდევ კარგი ქამარი მეკეთა.
ჩვევაში მაქვს, მანქანას არ ვძრავ სანამ ქამარს არ შევიკრავ.

მართვის მოწმობასთან ერთად აუცილებელაი ინტელქტი შეუმოწმო ადამიანს, თორემ ზოგი ისეთ სისულელეებს აკეთებს, ნერვები მოგეშლება კი არა, ვეღარც გაბრაზდები…
ნუ ყველაზე მაგარი ჩემ პრაქტიკაში ის იყო რომ, რუსთაველზე, ყველაზე სწრაფ რიგში, მიდიოდა მანქანა 30 კმ/სთ-ით და უკან მივყვებოდით ჩვენ კოლონა, იგივე სიჩქარით. როგორც იქნა გავასწარი, შევხედე და … გოგჩო იდგა და სმს-ს კრეფდა მობილურში. გზა გავაგრძელე მაგრამ ისენი შემეცოდნენ, იმის უკან ვინც იდგა კოლონაში.

P.S. ძალიან მონოლოგიური რომ არ ვიყო, ვინ როგორ ისწავლეთ ტარება? 🙂

Explore posts in the same categories: მანქანა, მე, ორსულობა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: