სათაურებს აღარ დავწერ

აბა რა დავარქვა არ ვიცი…
მოკლედ ჩემი ბოლო პოსტი, რომ იყო რომ პირველი დღეა უმანქანოდ თქო, პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა, ჯერ კიდევ მანქანით დავდივარ…
რეაქციებზე ვხალისობ ხოლმე, ნივიდან რომ გადმოვდივარ და მუცლით მხედავენ, ვხალისობ ძალიან…
გუსინწინ თათიასთან ვიყავი, წადი ეხლა, და ბაიათი მოდიო🙂
უკვე შეგიძლია იმშობიაროო…
ჯერ 2-3 კვირა წინ მაქვს გეგმით, მაგრამ მალე მინდა რომ გაჩნდეს. უკვე 3100-ია წონაში, 2-3 კვირაში კი გახდება 4 კილოიანი გოჭი, ხოდა მერე მაგას გაჩენა არ უნდა?
თოვლი როა, მაგაზე არაფერს ვიძახი, იმიტომ რომ ისედაც ბევრი დაიწერა საბლოგეთში და არა მარტო…
უი, რაც მთავარია:
დღეს ჩემი მრავალკარიანი და უფანჯრო სახლი, ფანჯრიანი გახდება. ანუ ერთ-ერთ კარს ვაშენებთ ნახევრად და ზემოდან ვადებთ ფანჯარას. ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი ისაა, რომ გაზის მილები გაიყვანეს და ორშაბათიდან ტესტირებას იწყებენ, ხოდა თუ რამე ”პრიბორი” არ იქნა, რომ შევუერთოთ, არ გავუშვებთ თქვენთანო. ხოდა ხელფასს რომ გადავირიცხავ, ალბათ 23-ში, წავალთ, ვიყიდით, ლონგვის გამათბობელს და გავთბებით🙂 თორემ გუშინ ისე ციოდა ჩვენთან სახლში, პირიდან ორთქლს ვუშვებდით.
თან მეტლახის იატაკი მთელ შემოსასვლელ-სასტუმრო-სამზარეულოში. მოკლედ სრული ანტარქტიდა გვაქვს…🙂
წავედი…
ჯერ ისე მყარადა და ზემოთ ზის ეს ქალბატონი, ალბათ 2 კვირა მინიმუმ აქ იჯდება ისევ.
გუშინ ინტერნეტი დავტესტეთ სახლში, ახალი კომპანიაა http://www.maximali.ge/.უკაბელო ინტერნეტია, მაგრამ ჩვენ სახლში, არ დაიჭირა😦 არადა რომ ვიმშობიარებ, როგორ ვიყო ინტერნეტის გარეშე სახლში?😦

Explore posts in the same categories: მანქანა, ორსულობა, სახლი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: