უცნაურად ვარ

დილით გვიან გამეღვიძა, მერე ნანუკას გადავუწექი და გვიან ავდექით ორივე, ხოდა სკოლაში წასვლამდე ფართხაფურთხით გავაკეთე გერკულესი ჩემთვის წყლიანი, ნანუკასთვის რძიანი… მერე ფეხით წავედით გაჩერებამდე, სადაც ტაქსები დგანან. ფეხით რომ მოვდიოდი, გერმანია გამახსენდა რატომღაც. იქაც დილაობით ასეთი ტემპერატურა იყო და სამსახურამდე ფეხით მივდიოდი 5 წუთის გზა იყო, იგივე კურტკა მეცვა, ტემპიც იგივე იყო… ვინანე, რატომ მალე არ გამოვედით და სკოლამდე ასე ფეხით ვივლიდით თქო.
ტაქსმა 4 ლარიო, მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობა არ მიყვარს, 3 ლარი მეთქი ვუთხარი. წარმოდგენისთვის – საუბარია ვერის სასაფლაოდან ატენის კუთხემდე ჩასვლა. პრობკები იქნებაო, მეთქი, დამიჯერე და იმ გზით წავიდეთ რომელსაც გეტყვი და არ იქნება მეთქი…
ნანუკა მივაცილე სკოლაში და მერე ავტობუსის გაჩერებისკენ გავემართე მე-5 კორპუსთან, ეგრევე მოვიდა ავტობუსი, მგონი 102 ნომერი. თავისუფლებაზე მივდივარო, მითხრა მძღოლმა და დავჯექი.
საერთოდ ბავშვობიდან მიყვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ტროლეიბუსი ჩემი საყვარელი ტრანსპორტი იყო მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა. ეხლა კიდევ ეგზოტიკასავითაა, თუ მომიწი ავტობუსში ჩაჯდომა, ხოდა ფანტასტიურად ვიგრძენი თავი. (დილით ფეხით გამოსვლა, მერე ნანუკასთან ჭორაობა გზაში, მერე ავტობუსი… მოკლედ ბედნიერი დილა გამითენდა)
დილით ლოცვა ვერ მოვასწარი, იმიტომ რომ გვიან ავდექი…
ხოდა, ვიჯექი და ჩემთვის ვლოცულობდი.
მერე პირველ სკოლასთან ჩამოვედი გაჩერებაზე, მზესუმზირა ვიყიდე მიწისქვეშიდან რომ გამოვდიოდი, გამყიდველმა მითხრა ბიჭის მუცელი გაქვსო, მეთქი გოგოს მეუბნებიან თქო.
ქაშუეთში შევედი, ჯერ პირველ სართულზე, აღდგომის ხატს ვემთხვიე ანალოღიაზე და რომ გამოვდიოდი, ისევ მივბრუნდი, იქვე წმინდა ნინოს ხატი დავინახე, ვიგრძენი რომ მაგ ხატის გულისთვის შევედი და დავბრუნდი, ვემთხვიე, შემეწიე თქო, ვთხოვე…
მერე ზემოთ ავედი, ზუსტად იმ მომენტში სახარება დაიწყო, სახარებასაც მოვუსმინე და გამოვედი.
სამებაშიც მინდოდა შესვლა, მაგრამ სამსახურის კარებთან ახალი თანამშრომელი იდგა, რომელსაც ჯერ არ აქვს არც სადარბაზოს, არც ზედა კარებების გასაღები და პირდაპირ ოფისში ამოვედი.
ეხლა ვჭამ მზესუმზირას, ვათვალიერებ ფორუმს, ვწერ აქ პოსტს, მოკლედ ყველაფერს ვაკეთებ მუშაობის გარდა… შემეტყო რომ ტომი წვაიდა დღეს დილით, ლოლ.
ეხლა მზესუმზირას მოვრჩები, ყავას დავლევ და მერე ვიმუშავებ…
ლოლ, მზესუმზირაზე სულ ის მახსენდება, ბავშვობაში ვიღაცისგან მოვისმინე, მზესუმზირა ქალივითაა, სანამ არ გაათავებ არ შეეშვებიო, ხოდა ეს გავიმეორე სახლში საყოველთაო მზესუმზირის ჭამის დროს… მახსოვს დედაჩემის რეაქცია არადა რა იცოდნენ რომ ”გათავებაში” დაღლა ვიგულისხმე, მაშინ სად ვიცოდი მასეთები
P.S ფაქტიურად პირველი დღეა უმანქანოდ… სანამ არ გავაჩენ, მგონი აღარ დავჯდები

Explore posts in the same categories: მანქანა, მე, ორსულობა, ხასიათი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: