34 კვირა და 4 დღეო :)

ესე იგი ამხელა ღოჭი ვართ უკვე.
ნანუკა ამ ვადაზე გავაჩინე 2 200 და 43 სმ…
ხომ წარმოგიდგენია რა პაწაწუნა იყო, მაგრამ თავიდანვე დალაგებული ნაკვთები ქონდა. სახლში მოვძებნი მაგის პატარაობის სურათებს და დავდებ. ჩემ ბიძაშვილს, თავის თოჯინის ტანსაცმელი მოქონდა და იმას ვაცმევდით. მეზობელი ქალი კიდევ კაიფობდა, კაცის ფეხსაცმელი როა, 43 ზომა, იმის ყუთშიც ჩაეტევა, ლოგინი რად გინდათო…
ეს 2 800 უკვე, თათიამ ასე დამიწერა დღეს. მე კიდევ ჩემი ფორმულით რომ გამოვთვალე, 2400 გამოვიდა… ყელი დახურულია, თავიც ქვემოთ აქვს, მოკლედ იდეაში ყველაფერი რიგზეა.
არადა 2 კვირის წინ ბადრისთან ვიყავი ექოზე და ნუ ჯდომით არისო, ყელი დამოკლებულიაო, ისაო, ესაო… დამცინა თათიამ მაგარი.
სიმართლე გითხრა, უკვე ვიმშობიარებდი და დიდი სიმაოვნებით… ნუ… კაი ბატონო კიდევ 2 კვირაც მოვიცდი… მაგრამ მეტი არა რააა… ცოტა მალე გაჩნდეს… თორემ თავი ბებერი მგონია რომ დავდივარ და ვხნეშივარ.
თან მე 7 კილო მაქვს სულ მომატებული… წარმოიდგინე ვისაც 15 და 20 აქვს, ისენი როგორ არიან.
რაც მთავარია, სტახანოველივით ბოლომდე ვმუშაობ, მგონი მართლა პირდაპირ აქედან მომიწევს წასვლა სამშობიაროში😀

სმაილიკების ჩასმა ვერ დავამუღამე ვერაფრით… უნდა ჩავუჯდე ერთი კარგად.

Explore posts in the same categories: ნანუკა, ორსულობა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: