…………….

როგორ მინდა ვიწუწუნო, მაგრამ მიტყდება …

საწუწუნო იმდენიააა:
ფული, სიცივე, მუცლის ტკივილი, წელის ტკივილი, უძილობა, საჭმლის კეთება, დაღლილობა…

ყველაფერზე მინდა ვიწუწუნო… მაგრამ მიტყდება.
ყველას გონია რომ მაგარი ამტანი ვარ და არ უნდა ვწუწუნებდე. ყველა მიეჩვია რომ ხატია მაგარია. უსინდისო ვიყო თუ ვიყო მაგარი.
დავიღალე რააა…

წავალ სადმე, 2-3 დღე გადავიკარგები. არც არავის ვეტყვი სად ვარ… იქნებ ცოტა მოვიდე ხასიათზე.
საშინელი მყრალი გავხდი…😦

ხო, დღეს დილით ”სასწრაფოს” სერიას ვუყურებდი, სადაც ორსული მოიყვანეს, ეკლამფსიის შეტევით (აი აქ წაიკითხეთ დაახლოებით რა არის ეკლამპსია). მერე ქალმა თავი გაიგიჟა ფიზიოლოგიურად უნდა ვიმშობიაროო, ვცდიო და შუა მშობიარობაში ბავშვის მხარი გაიჭედა, ვერ გამოდიოდა, შეაბრუნეს უკან ბავშვი და საკეისრო დაიწყეს.
მერე ისევ გაურთულდა იმ ქალს რაღაცა და გარდაიცვალა. რა მაგარ ხასიათზე დავდგებოდი დილიდან მაგის ყურებით, ხომ წარმოგიდგენია.

საიტზე წერია რომ დაღლილობაც და ხასიათის ცვალებადობაც ორსულობის ბრალიაო. რა ვიც.. რა ვიც….

Explore posts in the same categories: მე, ორსულობა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: