ჩემი მიგნებები

– ადამიანებს როცა აჩვენებ რომ ენდობი და მათზე კარგად ფიქრობ, მაქსიმალურად ცდილობენ შენი ეს დამოკიდებულება გაამართლონ. (საუბარი არაა უმცირესობაზე, რომელსაც პრინციპში ემჩნევა კიდეც რომ პრობლემა აქვს)
– ის, რაც გასაკეთებელია, იმ წუთას უნდა გააკეთო (ეს ამის წაკითხვის მერე გადავწყვიტე დამეწერა)
– ყველა შენი მეგობარი ვერ იქნება, მაგრამ გადამტერებასაც ნუ იჩქარებ🙂
– ყველაფერს თავისი დრო აქვს!!! ეს განსაკუთრებით ძვირფას აღმოჩენად მიმაჩნია. სულ ვცდილობდი რომ დამეჩქარებინა რაღაცეები. რაც მოსასვლელია, ყველაფერი მოვა და აუცილებლად მაშინ, როცა ამისთვის მზად იქნები. არადა სულ გვეჩქარება, ვერ ვითმენთ, გვინდა ეხლა და ამ წამს…. ფიჰ რააა
– საკუთარ თავზე სულ ცოტა ძალდატანებაა საჭირო რომ გააკეთო ის, რაც ”საჭიროა” და არა მარტო ის, რაც ”გინდა”. საბოლოო ჯამში აღმოჩნდენა რომ რაც საჭირო იყო, ის უფრო სწორი იყო ვიდრე ის, რაც გინდოდა.
– ყველაზე ძნელია მარტივად იცხოვრო.
– ოცნება არ ღირს, ფიზიკურად აქ ხარ, გონებით სხვაგან. ჯობია სადაც ფიზიკურად ხარ, გონებითაც იქ იყო, უფრო პროდუქტიული იქნები.
– ჯობია ადამიანს მოუსმინო, ვიდრე ესაუბრო შენზე.
– ჯობია ჯერ ”არა” თქვა, ”კი”-ს თქმას ყოველთვის მოასწრებ (ეს ნანუკასგან ვისწავლე, 3 წლის რომ იყო)

ეს რაც გამახსენდა, თუ რამეა, მერე კიდვე დავამატებ…

არადა ბავშვობაში რომ მესწავლა თავის დროზე ეს ყველაფერი, ხომ იქნებოდა გაცილებით კარგი?

Explore posts in the same categories: ცხოვრება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: