შავი ხვრელი

ვიკარგები….
არ ვიცი რაში და რატომ.
ერთი წამით დავფიქრდი წეღან და მივხვდი რომ საკუთარი თავი აღარ მაქვს.
მაქვს საქმეები…
სახლის საქმეები….
გასაკეთებელი მანქანა….
შვილი…
ქმარი…
მუცელში შვილი….
მე – აღარსად არ ვარ….
მოძღვართან არ ვყოფილვარ დიდი ხანია სასაუბროდ. ასეთ დროს თაროზე ვდებ ჩემ თავს, ხოდა ეტყობა ისევ იქ დამრჩა. რომელ თაროზე, ვეღარ ვიხსენებ.

არადა სულ მეგონა რომ არ დავიკარგებოდი საყოფაცხოვრებო აურზაურში.
ყოველთვის მქონდა ”ჩემი” ადგილი ჩემ თავში. ეხლა კიდევ ყველას ადგილია თითქოს ჩემი თავის გარდა.
ალბათ ისევ იმის ბრალია რომ სულიერად მოვსუსტდი. მრცხვენია მაგრამ გარემო თურმე მოქმედებს შინაგანზე. ადრე არ მეგონა ასე!
გავიზარდე….. აი ისე გავიზარდე – ”პატარა უფლისწულს” რომ ვკითხულობდი და დიდები რომ მეცოდებოდნენ.

გარშემო ხალხიც ცოტავდება ნელა ნელა.

შარშან ძალიან ცუდად ვიყავი მახსოვს. მთელი 1 კვირა საშინელი უგუნებობა, მსუბუქი დეპრესია და რაღაც ამდაგვარი საშინელებები მქონდა. ერთ დღესაც არაყიშვილზე, მანქანების გაჩერებასთან ყელზე წითელლენტგამობმული ქუჩის შავი ძაღლი დავინახე და გამოვცოცხლდი და გავხალისდი.
იმ ძაღლს ვხედავდი მერე კიდევ, ხან მაგას ეკეთა ყელზე წითელი რაღაც, ხან მეორეს. ამ ბოლო დროს ულენტოდ დადიან მგონი ისევ.
არადა როგორ მინდა რამე მასეთი…. სახალისო….
მინდა…

Explore posts in the same categories: მე, ცხოვრება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: