Christmas Game

აი გუდაურში რომ ვითამაშეთ ის თამაში როგორია:

გჭირდებათ
– ადგილი სადაც წრეზე დასხდებით ან უბრალოდ დასხდებით.
– ადგილი საჩუქრებისთვის (ცენტრში და მერე თითოეული თქვენგანის წინ)
– 2 ცალი კამათელი

რაც მეტი ადამიანი, მით უკეთესი. ყველას მოაქვს 2 საჩუქარი, ერთნაირად შეფუთული. ამ საჩუქრებიდან ერთი არის მართლა კარგი საჩუქარი, ანუ ის, რისი მიღება შენც ძალიან გაგეხარდება და მეორე, სახალისო, სასაცილო, საღადაო და ა.შ… ჩვენ შემთხვევაში იყო ლამაზად შეფუთული სოდა, ლამაზ ყუთში ჩადებული ტუალეტის ქაღალდი, ერთი ცალი ჭიკარტი ბეჭდის ყუთში ჩადებული და ა.შ. ფანტაზია სადამდეც გაგიქაჩავთ.

პირველი ეტაპი: ყველა საჩუქარი იდება ერთ ადგილზე, სასურველია სათამაშო ადგილის ცენტრში.
ყველა მონაწილე სათითაოდ აგორებს კამათელს, ვისაც დაუჯდება ექვსიანი, ის ირჩევს ნებისმიერ საჩუქარს საჩუქრების გროვიდან.

პირველი ეტაპი გრძელდება სანამ ყველა საჩუქარი არ განაწილდება. (მნიშვნელობა არა აქვს ყველას შეხვდება თუ არა საჩუქარი, შეიძლება ერთმა წაიღოს ყველა)

მეორე ეტაპი: ინიშნავთ დროს (დაახლოებით 10-15 კაცზე 15 წუთი საკმარისია)
ამ დროის განმავლობაში ისევ აგორებთ კამათელს, ოღონდ ამჯერად ვისაც ექვსიანი მოუვა, იმას უფლება აქვს აიღოს ნებისმიერი სხვისი საჩუქარი.
ანუ მეორე ეტაპი არის საჩუქრების წართმევის ეტაპი.
დროის ამოწურვისთანავე თამაში წყდება და ყველას რჩება ის საჩუქარი რაც იმ მომენტისთვის მოიპოვა.

ნუ მესამე ეტაპია საჩუქრების გახსნა და ხალისი.
აღწერით არ გამოვიდა, მაგრამ რეალში ძალიან სახალისო რაღაცაა.
ჩემი რჩევააა, მეორე ეტაპი არ გაწელოთ, ანუ მაქსიმალურად შეზღუდული დრო დაინიშნეთ.

ესეც სურათები ჩვენი თამაშიდან.

Explore posts in the same categories: გართობა, ECMI

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: