არ ვიცი რა დავარქვა

მიუხედავად იმისა რომ დაახლოებით 9 წლის წინ მქონდა პერიოდი რომ 4 თვე მარტო ვცხოვრობდით მე და ნანუკა, მაინც მიჭირს მიჩვევა.
ასე თუ ისე განებივრებული ვიყავი დედაჩემისგან, მერე დედამთილისგან და მიუხედავად იმისა, რომ საჭმელსაც ხშირად მე ვყიდულობდი დედაჩემთან, გადასახადებსაც მე ვიხდიდი და ა.შ. მაინც რაღაც მომენტში მიჭირს რა.
მგონი პასუხისმგებლობის მომენტია, მაგალითად დღეს დილით ტუალეტის ქაღალდი გათავდა (ასეც ხდება, თურმე). წინა სახლებში რომ თავდებოდა, ვდგებოდი და ან ახალს ვიღებდი ან კიდევ სხვა დებდა ახალს. ეხლა კიდევ მივხვდი რომ მე თუ არ ვქენი ან ბუჩას თუ არ ვუთხარი, დავრჩებით ტუალეტის ქაღალდის გარეშე… ხო წვრილმანია, მაგრამ წარმოიდგინე რამხელა დისკომფორტია.
მოკლედ ვეჩვევი რაა…
გუშინ ტანსაცმელების ნაწილი დავალაგე და ისეთი ისტერიკა აღარ მჭირს, ერთადერთი სააბაზანოში ჭურჭლის რეცხვა მკლავს რა. გასაკეთებელი საგნებიდან აშკარად გამოიკვეთა ფარდები (ანუ კარნიზები, რომ ფარდები ჩამოვკიდო) და სამზარეულო, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაკეთებინო. დღეს დილით სამშენებლო კომპანიიდან ”დამხვდნენ”ეზოში, 550 ლარი მოიტანე თელასში უნდა გადავიხადოთ, თუ არა და ჩაგვიჭრიანო. ესეც ახალი პრობლემა. სადმე არ იცით ფულის ბეჭდვა რომ შეიძებოდეს? ბიძიებო, დეიდებო მასწავლეთ რაააა…..

რაღაც ისეთი ვარ, ბუჩას რომ არ მოსწონს – ”ზეთიანი”. ამ დროს ჩემ თავს მყრალს ვეძახი, ძირითადად მაშინ ვარ მასე, როცა ფიზიკურად ვერ ვარ კარგად. რა მაწუხებს, ვერ ვხვდები. ისე ვარ რაა.. რაღაც აბსტრაქტულად…
ხოდა როგორ წარმოგიდგენია ამ მდგომარეობაში მუშაობა? ვერა ხო? მეც მანდ ვარ…

ჰმ.. ამინდი ფუჭდება მგონი.

P.S. ბუჩას დღემდე ვერ გაუგია ჩემ სახლში 4 რაღაც:
– რატომ დავაგე შემოსასვლელ-სასტუმრო-სასადილოში მეტლახი
– ჩვენ საძინებელში რატომ არის მხოლოდ ერთი შტეფსელი
– ტუალეტის კარები რატომ იღება ერთი მხრიდან როცა ასანთები მეორე მხარესაა.
– რატომ მოხვდა 2 შტეფსელი და სამზარეულოს მინი გასანათებელი ჩამრთველი მაცივრის უკან (ეს მეც ვერ გამიგია დღემდე, რაზე ვფიქრობდი ხზ. არადა როგორც წესი, სანამ რაღაცას დავგეგმავდი ძლაიან დიდ ხანს ვფიქრობ ხოლმე, ეტყობა აქაც რაღაც სვერხსტრანნი მქონდა ჩაფიქრებული, როგორც ყოველთვის და ვეღარ ვიხსენებ რა)

ოკ, შეხვედრამდე…

Explore posts in the same categories: Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: