Home Sweet Home

როგორც იქნა ჩემი ერთწლიანი და 7 თვიანი ოცნება ახდა და ახალ ბინაში გადავედი, რომელიც 2007 წლის 10 მარტს ვიყიდე, მერე იდეაში 2007 წლის ივლისში უნდა შევსახლებულიყავი, მერე გადაიდო სექტემბრამდე, მერე ახალწლამდე, მერე მარტის ბოლომდე, მერე მიასის ბოლომდე, მერე მე თვითონ დავიკიდე და ბოლოს როგორც იქნა, გუშინ საზეიმოდ გადავედით.

პრინციპში ჯერ პარკებში ვცხოვრობთ, ანუ დილით ტანსაცმელებს ფეხსაცმელებს, სავარცხელს, კბილის ჯაგრისს, პასტას და ა.შ პარკებში ვეძებდი და სახლი ერთ დიდ პარკს ან პარკების საწყობს გავს, მაინც სასიამოვნოა საკუთარი ბინის შეგრძნება….
ნანუკამ თქვა, დედიკო ასე ტკბილად არასდროს მძინებიაო. სიზმარში რა კინოსაც ვინატრებდი, ყველაფერი მისრულდებოდაო🙂 საყვარელი.

ხო, პლიუსებთან ერთად, მინუსებიც არსებობს რა თქმა უნდა:
1. თურმე წყლის გრაფიკი ყოფილა, ღამის 1-დან მგონი დილის 6-მდე თუ 7-მდე, (მე 6:50-ზე ავდექი და უკვე მოსული იყო). მაგასაც დაზუსტება უნდა შუადღისასაც თუა წყლის გრაფიკი.

2. ცივა. კოჯორიდან მომავალი ჰაერის ნაკადის ერთერთი გზააო, ხოდა ზაფხულში მსიამოვნებდა, მაგრამ შემოდგომაზე, აშკარად ”ქალაქთან” შედარებიტ 1-2 გრადუსით ნაკლები ტემპერატურაა. პლუს ფარდები არ ჩამოგვიკიდია ჯერ და თუ იმას დავამატებთ, რომ ფანჯრების მაგივრად მარტო დიიდი აივნის კარებები მაქვს (4 ცალი თან), ფაქტიურად ვიტრინაში ვცხოვრობთ.
არა უშავს, ყველაფერს მოევლება….🙂

მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის🙂

Explore posts in the same categories: სახლი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: