Gudauri Vodkaa

არა, ვოდკას არავინ დამალევინებდა, მიუზედავად იმისა, რომ ჩემი საყვარელი სასმელია ლუდის მერე, მაგრამ გუდაურზე, ვოდკა მოდის ასოციაციად😉

სექტემბერში რომ ვამბობდი, სადმე მინდა წასვლა თქო, ხოდა აი ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ბებერბი იტყოდნენ🙂

ყოველწლიურ რითრითზე წავედით სამსახურიდან, ეს რითრითი (retreat) რას ნიშნავს, ბოლომდე ვერ ვხვდები, მაგრამ პრაქტიკაში ასე გამოიყურებოდა:
1 დღე:
ჩავედით, გავსკდით იმდენი ვჭამეთ და დავიწყეთ კონფერენციობანა, მე ადმინისტრაციულ ნაწილში უნდა მესაუბრა და იდეაში 2 საათი მქონდა დაახლ. გამოყოფილი, არც მე არც ვიკას (ბუღალტერია) წარმოდგენა არ გვქონდა როგორ შეგვევსო ეს 2 საათი, მაგრამ რაღაც სისულეელეებზე იმდენი ვიკამათეთ რომ დროსაც გადავაცილეთ🙂
მოკლედ პირველი დღე სადღაც 7-მდე ვითრითეთ, მერე ვჭამეთ ისევ, გავსკდით. ხოდა ვინ სად და ვინ სად, გავერთეთ. მე ბილიარდი ვითამაშე და ჩემდა სასიხარულოდ ამ 3 დღის მანძილზე რაც იქ ვიყავი, მხოლოდ ერთი პარტია წავაგე.

2 დღე:
ნახევარი დრე ვითრითეთ. მერე ვიკამ, ბელამ და მე გავისეირნეთ ზემოთ. იხ. სურათი1 (საშინლად გამოვუყურები, მაგრამ ფონია კარგი):
და მერე საღამოს ჩვენი Christmas game ვითამაშეთ, ჩვენი რააა, დანიელების თამაში ყოფილა, ხოდა წარმატებით დაინერგა ჩვენ ოფისში ტომის წყალობით.
მე მოვიგე 2 რბილი სათამაშო და კიდევ მაჩუქეს პატარა მაიმუნი თუ თაგვი, რომელშიც ბავშვს რომ პირველ კბილს ამოვუღებ, ის უნდა ჩავდო. ნანუკამ პირველი კბილი 4 წლის წინ ამოიღო, ეს კიდევ 6 წელიწადში ამოიღებს ალბათ, ხოდა რამე სხვა დანიშნულება უნდა მოვუძებნო.
ბუჩაც ჩამოვიდა, მოკლედ ჭკუაზე არ ვიყავი, ქალაქიდანაც გავედით, სასტუმროშიც ვიყავით, ბუჩაც ჩამოვიდა, სუფთა ჰაერიც ვყლაპე.
3 დღე:
ისევ ცოტა რითრითი, და მერე სადილი და ხინკლაობა… იმდენი ვჭამე, ჯერ აზრზე ვერ მოვსულვარ და საჭლის ჭამა არ მინდა.

ესეც კიდევ ერთი სურათი. ამ სურათშიც მაგარ ბანძ ვიდზე ვარ, განსაკუთრებით თმები მაქვს ბოლო მოდაზე, , მაგრამ აქაც უკან ხეები ჩანს ლამაზ ფერებში და კიდევ სამარიაჟოდ ვდებ, რომ 6 თვის ორსული ვარ და მაინცდამაინც დიდი მუცელი არ მაქვს. ლოოოოლ

მოკლედ, პრინციპში კარგი იყო.
ცოტა დავიღალე. სანამ არ გავაჩენ, აღარ ღირს ქალაქგარეთ თრიფების მოწყობა, დავრწმუნდი, პატარა მუცლის ტკივილზეც, იზმენა მქონდა ნაადრევი მშობიარობა მეწყება თქო.

ზოგადად შეფასება 10-დან 7 ქულას მივცემდი უკეთესიც შეიძებოდა ყოფილიყო.

Christmas game-ის აღწერას კიდევ უახლოეს დღეებზე დავდებ. ძალიან სახალისოა🙂

Explore posts in the same categories: ECMI

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: