საქართველო-რუსეთის ომი

სულ ვფიქრობ რომ არ ვიფიქრო ხოლმე, იმდენად ძალიან მტკივა და მტკიოდა ეს ყველაფერი…

არ ვიცი, ცუდად ვიქცევი ალბათ, მაგრამ თავს ვიცავ ეტყობა, თორემ ძალიან, ძალიან ცუდად ვიქნები.
ამ მდგომარეობაში ცოტა ეგოსიტურად უნდა მოვიქცე ალბათ, პაწაწუნა კარგად უნდა იყოს!

მაგრამ რა დააშავა სხვამ?
რამდენია, ვინც ორსულად არის და სახლი და კარი აღარ აქვს. ან სულ ის მახსენდება, გაზეთში რომ იყო სურათი, ორსული ქალის საფლავიო და ეზოში რაღაც სახელდახელო საფლავი რომ იყო😦 ნეტა რამხელა ბავში ყავდა? იქნებ შეიძლებოდა ბავშვის გადარჩენა?

მტკივა ძალიან…

ტელევიზორს არ ვუყურებ, ინფორმაციებს არ ვუსმენ… მაგრამ სრულ იზოლაციაში მაინც ხომ ვერ ვიქნები…

აცივდა….
ერთი ოჯახია სადღაც კავსაძეზე თუ ყიფშიძეზე, ჩემი და ამბობდა, ეს რა ვნახეო…
ხოდა შევაგროვეთ რაღაცეები, უნდა წაეღო. ხოდა აცივდა-თქო, ვამბობდი, ქუჩაში რამდენი ადამიანია😦 ყველას ხომ ვერ გაწვდები?

დღეს ეს ლინკი გამომიგზავნეს: International Herald Tribune-ში 8 მაისს გამოქვეყნებული სტატიაა… კარგად წერენ და ზუსტად იმას, რაც 3 თვის მერე მოხდა.
http://www.iht.com/articles/2008/05/08/opinion/edrondos.php

შით რააა…..

ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს…

Explore posts in the same categories: პოლიტიკა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: