პარასკევი

ხანადახან მჭირს ხოლმე ეგეთი ხასიათები: ტუკ ტუკ, წკაპ წკაპ, პიკ-პიკ…

ერთი სული მაქვს როდის ჩამთავრდება სამუშაო დღე რომ სახლში წავიდე. რაღაც ძააალიან არა სამუშაო განწყობა მაქვს, პრინციპში არც არაფრის განწყობა არ მაქვს. დავწვებოდი და ტელევიზორს ვუყურებდი ან წიგნს წავიკითხავდი…

მერე დავიძინებდი…
მერე ავდგებოდი შევჭამდი, ნანუკას გამოვიყვანდი, ისევ დავისვენებდი…
მოკლედ სიზარმაცის ტიპიური ნიმუში ვარ დღეს.

პრინციპში სამსახურში რაღაცეები გავაკეთე, რაზეც დიდი ხანი ვითრევდი ფეხს. არაა ეიჩარი ჩემი სტიქია და ვარიდებდი თავს მაქსიმალურად. მაგრამ არაო, ისაო, ესაო, შენი დიდი ხათრი გვაქვს, მაგრამ არაო… ხოდა კონტრაქტები მოვაწესრიგე… პარასკევია რააა. იხ.ზემოთ სურათი.

წიკი დამეწყო ყველაფრის მოწესრიგების. ესეც ნერვოზია მგონი. ან პირიქით, აქამდეც უნდა მქონოდა ეს ჩვევა და ვერ ვქენი. მოკლედ ასე თუ ისე, ყველაფერს ვაფაილებს, ვაწესრიგებ და მე თვითონ მსიამოვნებს.

2 დღეა მუცლეი პატარა მეჩვენება, შანსი არაა, არ დაპატარავდებოდა ბაია, ეტყობა მდებარობა შეიცვალა ცოტა, მაგრამ თავდაყირა ჯერ მაინც არ დგას. მანერვიულებს რააა.
რაღაც ნახევარკილოინი ღინტი ზის და თავის ნებაზე მათამაშებს: უნდა ვჭამო, უნდა დავლიო წამალი, უნდა წამოვწვე. თან თუ არ მოწონს რა პოზაშიც ვზივარ ან ვწევარ, კაკუნს იწყებს – აი ზუსტად ისე, მე რომ დავწერე, ტუკ ტუკ… მერე ერთი-ორს მეც დავუკაკუნებ და ვთამაშობთ ასე. ნანუკა ნერვიულობს, ნუ აბრაზებო. ძალიან განიცდის და ნერვიულობს პატარა რომ კარგად იყოს. შემოვევლე🙂

მოკლედ დღეს მეზარება მუშაობა და პა ბალშომუ, არა მარტო მუშაობა…
გავედი. მშვიდობით მენახე🙂

Explore posts in the same categories: ხასიათი, ECMI

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: