ინდიქტიონი

დღეს ეკლესიური ახალი წელია, უფრო მეტიც, ინდიქტიონი ნიშნავს რომ ამ დღეს დაამთავრა უფალმა სამყაროს შექმნა…
ძალიან მაგარია.

გილოცავთ!!!
მეც ვულოცავ ჩემ თავს.

მაგრამ რაღაც სევდიანად ვარ. სევდიანად ან დაღლილი.. დავიღალე ცოტა, დღეს ქეთას დაბაბდების დღე იყო. მერე სტუმრები გვყავდნენ სახლში, სუფრა და ამბები… ჭურჭელი გავრეცხე, მივალაგე და ეხალ აქ ვზივარ და ვგრძნობ რომ აბსოლუტურად არაფრის თავი არ მაქვს. მაცივარში გაყინული წყალი მაქვს და მეზარება ადგომა.

ხვალ ნანუკა სკოლაში მიდის, ფორმაში უნდა ვიყო. არადა დავიღალე ძალიან… პრინციპში უარს არ ვიტყოდი 2-3 დღე სადმე წასვლაზე, სასტუმროში, მარტო ან ბუჩასთან ერთად. უბრალოდ რომ დამესვენა სხვანაირად.

მე კიდევ ზურგზე ბინა მაწევს. არა, მადლობა ღმერთს, რომ ბინა და ჭერი მაქვს, თორემ ლტოლვილებზე რომ ვფიქრობ, ლამისაა გული გამეგლიჯოს – აწყობ ცხოვრებას, სახლს, კარს და შეიძლება ერთ დღესაც ეს ყველაფერი ფაფუ და გაქრეს😦

ხოდა, რას ვამბობდი… მუდმივ რეჟიმში მაქვს ჩართული ”ბინაში რა გავაკეთო”. გადავწყვიტე რომ დუშ კაბინა უნდა დავამანოტაჟო ხვალ ალბათ ვერა, ზეგ (ზეგა!!! ლოლ). დანარჩენი ხელფასზე…ვცხოვრობ ხელფასიდან ხელფასამდე🙂 მადლობა ღმერთს იმისთვის რომ ხელფასი მაქვს, თორემ ბევრია ჩემზე ჭკვიანი და ჩემზე ცოტა შემოსავალი აქვს.

ცოტა დაგრუზული ვარ… ხანდახან შემომიტევს ხოლმე მარტოხელა ცხოვრების ნოსტალგია… არავიზე არ ვეჭვიანობდი მაინც…
ამ ორსულობაში კიდევ საშინლად ეჭვიანი გავხდი… ტეხავს😦

წავედი დავიძინე…
ან მზესუმზირას მოვხალავ და გრაფ მონტე კრისტოს ვუყურებ…

kiss and hugs
with love

Khatia

Explore posts in the same categories: სახლი, ხასიათი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: